საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, კონკურენციისა და ანტი-დემპინგის თემაზე სემინარი მიმდინარეობს

მედია და საზოგადოება 04 ნოემბერი 2021
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, კონკურენციისა და ანტი-დემპინგის თემაზე სემინარი მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, 4-5 ნოემბერს სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

 

ღონისძიების პირველ დღეს, დამსწრეებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, AA Facility-ის პროექტის ხელმძღვანელმა, იოლანტა ტაჩინსკამ და სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ მიმართეს.

 

„ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, მათი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, რამაც აღმოფხვრა ტექნიკური და სამართლებრივი ხარვეზები, გააუმჯობესა აღსრულების მექანიზმები. კონკურენციის კანონმდებლობა უფრო მეტად დაუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობას. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიეცა კანონით მეტი ბერკეტი შექმნას ჯანსაღი კონკურენტული ბიზნეს გარემო”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

იოლანტა ტაჩინსკას თქმით, კონკურენციის პოლიტიკა გულისხმობს ისეთი წესების განსაზღვრას და გამოყენებას, რომლებიც ბიზნესებსა და კომპანიებს შორის სამართლიან კონკურენციას უწყობს ხელს.

 

„ამგვარად, კონკურენციის პოლიტიკის მიზანია, ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის დაცვა, რათა უზრუნველყოს დაბალი ფასები; უკეთესი ხარისხის საქონელი და მომსახურება; პროდუქტების ფართო არჩევანი და საწარმოების მიერ წარმოების ეფექტურობისა და ინოვაციების სტიმულირება“, - განაცხადა AA Facility-ის პროექტის ხელმძღვანელმა.

 

ირაკლი ლექვინაძემ  2020 წლის 4 ნოემბრიდან - 2021 4 ნოემბრამდე, კონკურენციის კანონმდებლობაში დამტკიცებული ცვლილებების მიღებიდან - დღემდე დასრულებული და მიმდინარე საქმეების შესახებ, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ანგარიში წარუდგინა.

 

მისივე თქმით, განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, შესწავლილ იქნა 16 552 კონცენტრაცია.

 

„2021 წელს, უზენაეს სასამართლოში, სააგენტოს სასარგებლოდ დასრულდა 2 სასამართლო დავა და კანონიერ ძალაში შევიდა კონკურენციის უწყების გადაწყვეტილება. მიმდინარე წელს სააგენტომ ანტიდემპინგური კანონმდებლობის აღსრულება დაიწო, დღევანდელ შეხვედრაზე კანონის ძირითად მიმართულებებზეც გვექნება მსჯელობა. მადლობა ევროკავშირის პროექტს დღევანდელი შეხვედრის მხარდაჭერისთვის. AA Facility-ის მხარდაჭერით, 6 ნოემბერს, კახეთში - რეგიონულ დონეზე, ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, კონკურენციისა და ანტი-დემპინგური კანონმდებლობის განხილვას, ტრენინგების პირველ ეტაპს ვიწყებთ“, - განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

 

მისივე განმარტებით, მიმდინარე წელს უწყებამ ფოთის საზღვაო ნავსადგურის საპორტო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ბაზრების მონიტორინგი დაასრულა, ხოლო მიმდინარე რეჟიმშია ფარმაციის და საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი.

 

ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრის მონაწილეებს, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საავტომობილო საწვავის ბაზრის 2021 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდის შუალედური ანგარიშის შესახებ დეტალური ინფორმაციაც მიაწოდა.

 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სემეკის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ეროვნული ბანკისა და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის წევრები იღებენ.

 

იურიდიული, საკონსულტაციო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ახალი სტრუქტურული მოწყობა,  უწყების უფლებამოსილებები და პროცედურული ნორმები, კონკურენციის კანონის აღსრულება ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში, სასამართლოს როლი კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში, კონცენტრაციების კონტროლის პროცედურა, კონკურენციის სააგენტოს მიერ ანტიდემპინგური კანონმდებლობის აღსრულება და ა.შ.

 

სემინარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) ორგანიზებით იმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
07 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

მსგავსი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზოგადი განათლების რეფორმის საკითხები სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილა
07 ივლისი 2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზოგადი განათლების რეფორმის საკითხები სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზემო აჭარაში სამუშაო შეხვედრა გამართა
06 ივლისი 2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზემო აჭარაში სამუშაო შეხვედრა გამართა

მარიამ ლაშხი დაბა ხულოს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრს ეწვია
06 ივლისი 2026

მარიამ ლაშხი დაბა ხულოს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრს ეწვია

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს
06 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R