საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 27 მაისი 2024
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი განიხილა, რომელიც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს მოიცავს.
 
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა განმარტა, წარმოდგენილი ცვლილებები სფეროს მმართველობითი და საზედამხედველო ჩარჩოს გაუმჯობესებას შეეხება.
 
„ცვლილება უპირველესად შეეხება მმართველობით სტრუქტურას. დღეს სააგენტო იმართება ორი არათანაბარი მმართველი რგოლის მიერ, ეს არის საინვესტიციო საბჭო და სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭო შედგება მინისტრებისგან, ხოლო საინვესტიციო საბჭო კონკურსით შერჩეული პროფესიონალებისგან. ეს მოდელი და მოწყობა არ პასუხობს იმ გამოწვევებს და ამოცანებს, რაც აქვს საპენსიო ფონდს მისი ზრდის და საინვესტიციო ინსტრუმენტების გამრავალფეროვნების თვალსაზრისით, შესაბამისად, შემოგვაქვს წინადადება, რომ ეს ორი მმართველობითი რგოლი გაერთიანდეს და ჩამოყალიბდეს პროფესიონალებით დაკომპლექტებული ერთი მმართველობით საბჭო, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ-საოპერაციო და სხვა ფუნქციებს“, - განაცხადა მომხსენებელმა.
 
მისივე თქმით, საბჭოს წევრთა რაოდენობა მინიმუმ - 9 და მაქსიმუმ - 15 იქნება, რასაც მთავრობა განსაზღვრავს შესაბამისი ნორმატიული აქტით. შესაბამისად, გამოირიცხება მასში მინისტრების და პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობა.
 
წარმოდგენილი ცვლილება განსაზღვრავს საბჭოს წევრთა შერჩევის წესს. კანონპროექტი ითვალისწინებს საპენსიო სააგენტოს სახელის ცვლილებასაც და მას ეწოდება - „საპენსიო ფონდი“.
 
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, აღნიშნული სახელწოდება შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას, უფრო ზუსტად ასახავს თუ რას არეგულირებს კანონი და რას ემსახურება აღნიშნული კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა. მან ასევე დეტალურად ისაუბრა სხვა ცვლილებებზეც.
 
კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R