საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 17 ივნისი 2025
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, კანონპროექტის ერთ-ერთი სიახლეა დიზაინის ხელახალი რეგისტრაციის პროცედურის შემოღება, რომელიც წარმოადგენს ხანგრძლივი სასამართლო დავების ალტერნატივას.


მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილება დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, როგორც დიზაინის მოქმედების ვადის განმავლობაში, ისე მისი ვადის გასვლის შემდეგაც, „საქპატენტთან“ არსებულ სააპელაციო პალატაში მოითხოვონ დიზაინის თაობაზე გარკვეული უფლებების დაცვა ან დაცული სფეროს კიდევ ერთხელ გადამოწმება.


კანონპროექტი აფართოებს დიზაინის ბათილად ცნობის საფუძვლებს. კერძოდ, შესაძლებელი იქნება დიზაინის ბათილად ცნობა იმ შემთხვევაშიც, თუ დიზაინის დაცვის ვადა გასულია ან რეგისტრაცია გაუქმებულია. ასევე, მოწესრიგებული იქნება დიზაინის ბათილად ცნობის უკუძალის შედეგები.

კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება დიზაინის რეგისტრაცია შეცვლილი ფორმით, თუ ცვლილების შემდეგ აღნიშნული დიზაინი დააკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს და შენარჩუნებული იქნება თავდაპირველი დიზაინის არსი.


„დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობა უკვე საბოლოოდ დაუახლოვდება ევროპული ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობას“, - აღნიშნა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R