საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი განიხილა

მედია და საზოგადოება 24 ივნისი 2024
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი განიხილა

​დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით განიხილა.


როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განმარტა, არსებულ კანონს ემატება ახალი მუხლი - „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის რეგულირების საფასურისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურებისგან გათავისუფლება“.


მუხლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგულირების საფასურის გადახდისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ გავრცელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებულ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებულ ელექტროენერგიაზე.


მომხსენებლის თქმით, რამდენიმე დღის წინ ენგურჰესზე კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდა, სადაც ენგურჰესის ხელმძღვანელობამ აღნიშნული კანონის მიღების საჭიროების თაობაზე საკითხი დააყენა.


დავით სონღულაშვილის თქმით, ეს ცვლილება ლოგიკურია, რადგან ელექტროენერგია აფხაზეთს მიეწოდება, რაც სოციალური ნაწილია.


„შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი კანონით იყოს მხარდაჭერილი. კანონპროექტის ინიციირება დაჩქარებული წესით მოხდა, რათა დავეხმაროთ ენგურჰესს, რომელიც ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


​კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R