საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ნავთობისა და გაზის შესახებ” და „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილებები განიხილა

მედია და საზოგადოება 11 ივნისი 2025
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ნავთობისა და გაზის შესახებ” და „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილებები განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ნავთობისა და გაზის შესახებ” კანონში ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს.

ცვლილებები კანონმდებლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ გააცნო.

მომხსენებლის განცხადებით, ბოლო პერიოდში მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს ნახშირწყალბადების ალტერნატიული წყაროს — ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისა და გამოყენების განვითარება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში ბუნებრივი წყალბადის მოპოვებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციები არ არსებობს, რაც ინვესტორებს ხელს უშლის ქვეყანაში შესაბამისი პროექტები განახორციელონ. შესაბამისად, ცვლილებების მიზანია, ჩამოყალიბდეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გაამარტივებს და წაახალისებს ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისა და გამოყენების პროცესს.

„ცვლილებები ინვესტორებს საშუალებას მისცემს მათზე გაცემული ლიცენზიის ფარგლებში, ნავთობთან და გაზთან ერთად განახორციელონ ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციები“, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტით წარმოდგენილი მეორე მნიშვნელოვანი ცვლილებით განისაზღვრება ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის სახელმწიფოს სახელით ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოების უფლებების მინიჭების პროცედურული საკითხები.

ნინო ენუქიძემ თანმდევ კანონებში ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც დღეს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზზე დაწესებულია მოსაკრებელი 2 ლარის ოდენობით, ანალოგიურად, 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ წყალბადზეც დაწესდება იგივე ოდენობის – 2 ლარის მოსაკრებელი.

სხდომაზე ასევე პირველი მოსმენით განიხილეს „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, სსიპ - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური ერთიანდება სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან.

„საზღვაო მიმართულებით ქვეყანაში ფუნქციონირებს ორი საჯარო უწყება, ერთი არის ჰიდროგრაფიის სამსახური მეორე - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. საზღვაო უსაფრთხოების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანი მართვისთვის, გვსურს ეს ორი უწყება გავაერთიანოთ და ჰიდროგრაფიის სამსახურის ფუნქციები შევუთავსოთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

სხდომაზე განხილულ საკანონმდებლო ცვლილებებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R