საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ნავთობისა და გაზის შესახებ” და „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

მედია და საზოგადოება 12 ივნისი 2025
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ნავთობისა და გაზის შესახებ” და „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებებს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს.


საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, განიმარტება ბუნებრივი წყალბადის და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ცნებები. ფართოვდება/ზუსტდება პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების და მის საფუძველზე გასაცემი ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ცნებები.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, ცვლილება განხორციელდა პირველ მუხლში, სადაც ბუნებრივ წყალბადს დაემატა სიტყვები - 1000 კუბური მეტრი. ასევე, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა და განიმარტა ე.წ. ათვისების გეგმა.

მომხსენებლის ინფორმაციით, პაკეტში შემავალ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მეორე მუხლში განხორციელდა ცვლილება, სადაც მოხდა ბუნებრივი წყალბადის ტერმინის ჩამატება.

სხდომაზე ასევე მეორე მოსმენით განიხილეს „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, სსიპ - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური ერთიანდება სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან.


მომხსენებლის ინფორმაციით, კანონს დაემატა ახალი მუხლი, რომელიც გულისხმობს ისეთი კონკრეტული ტერმინოლოგიების დაზუსტებას, როგორც არის - ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა, სერიოზული საზღვაო შემთხვევა, ნაკლებად სერიოზული საზღვაო შემთხვევა და საზღვაო ინციდენტი.


მე-3 მუხლში განხორციელებული ცვლილება ეხება კანონის ამოქმედების ვადას, რომელიც 30 კალენდარული დღის ნაცვლად, განისაზღვრა კონკრეტული თარიღით - 1 აგვისტო.


სხდომაზე განხილულ საკანონმდებლო ცვლილებებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R