საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციაზე მიერთების საკითხზე იმსჯელა

მედია და საზოგადოება 23 ივნისი 2025
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციაზე მიერთების საკითხზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციის ძალაში შესვლის პროცედურების დასრულების უზრუნველყოფის მიზნით, მის მიმართ გასაკეთებელი დეკლარაციების პროექტი განიხილა.


მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, კონვენციის მთავარი მიზანია თვითმფრინავებისა და სხვა საავიაციო მოწყობილობების შესყიდვის, იჯარის ან ლიზინგის შემთხვევაში, ფინანსური რისკების შემცირება.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კონვენციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ოქმი, რომელიც ავიაციის სფეროში გარანტიების ქმედით მექანიზმებს აწესრიგებს.


მისივე თქმით, კონვენციასა და ოქმთან შეერთების პროცედურების დასრულების მიზნით, მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 6 ნოემბრის დადგენილებაში და დადგენილების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს დეკლარაციების ახალი რედაქციის გათვალისწინებით.


„კონვენციაზე შეერთებით გაუმჯობესდება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო საავიაციო ინდუსტრიაში. კონვენცია ახდენს სამართლებრივი სტანდარტების ჰარმონიზაციას, რაც ამარტივებს ტრანსნაციონალურ ლიზინგს და ფინანსურ ოპერირებას. შესაბამისად, საქართველო წარმოჩინდება როგორც საიმედო პარტნიორი საერთაშორისო ავიაბაზრისთვის, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას საავიაციო სექტორში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


​სხდომაზე განხილულ საკითხს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R