საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით მათიკაშვილი და ვანო ზარდიაშვილი ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ დააჯილდოვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 29 მარტი 2019
დავით მათიკაშვილი და ვანო ზარდიაშვილი ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ დააჯილდოვა

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართველი ხალხისათვის.

იურიდულ საკითხთა კომიტეტის წევრების, ვანო ზარდიაშვილისა და დავით მათიკაშვილის განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგად, მომზადდა კანონპროექტი და მოხდა მისი ინიცირება.

აღნიშნული დამსახურებისთვის, საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ, დეპუტატები დააჯილდოვა მედლებით, რომელიც სპეციალურად დამზადდა 2018 წელს საქართველოს რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით. მსგავსი ჯილდო გადაეცემათ პიროვნებებს, საქართველოს სახელმწიფო ჰერალდიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

მედალი წარმოადგენს ნუმიზმატიკურ იშვიათობას. სულ დამზადებულია 30 ცალი, რომლითაც დაჯილდოვებულნი არიან: ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ელდარ შენგელაია, საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი მამუკა გონგაძე, ისტორიკოსი დავით მუსხელიშვილი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და სხვა პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფო ჰერალდიკის განვითარებაში.

პარლამენტის წევრების მიერ, აღნიშნული კანონპროექტი მომზადდა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით.

საკანონმდებლო ინიციატივამ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ გააჩინა შესაძლებლობა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ყველა სიმბოლო მოექცეს საერთო სახელმწიფო ჰერალდიკური პოლიტიკის ჩარჩოებში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
22 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
22 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
22 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R