საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი კატარის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 23 მაისი 2024
დავით სონღულაშვილი კატარის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარის პარლამენტის თავმჯდომარეს ჰასსან ბინ აბდულლაჰ ალ-გჰანიმს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ერთობლივი თანამშრომლობის განვითარებას. ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო ურთიერთობებს პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ხელშეწყობისა და მის მშვიდობიანად გადაწყვეტაში.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ქვეყნების განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლისთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა. ამ კონტექსტში ვიმსჯელეთ რუსეთ-უკრაინის, აზერბაიჯან-სომხეთისა და ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე პროცესების შესახებ.

საუბრისას აღვნიშნე, რომ საქართველო მზად არის ნებისმიერ ფორმატში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რათა რეგიონში მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი.

შეხვედრის ფარგლებში, კატარის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: კატარის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჰამდა ბინთ ჰასან ალ-სულაითი, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე იუსეფ ბინ ალი ალ ჰათერთანი, ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე მოჰამენ ბინ იოუსეფ ალმანასი და მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მოჰამმედ ბინ ფაჰდ ალ-მუსალლამი, ასევე საქართველო-კატარის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები: გელა სამხარაული, ვიქტორ სანიკიძე, გოჩა ენუქიძე, ირაკლი ზარქუა, ირმა ზავრადაშვილი და რიმა ბერაძე.


შეხვედრას ესწრებოდა კატარში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ კერესელიძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R