საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი: საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობები და დიდი პოტენციალია

მედია და საზოგადოება 27 Nov 2023
დავით სონღულაშვილი: საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობები და დიდი პოტენციალია

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი მადრიდში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.


დავით სონღულაშვილმა საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალზე და ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.


„საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობები და დიდი პოტენციალია. ამ პოტენციალს, გეოგრაფიულ უპირატესობასთან ერთად, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ევროპის ენერგო უსაფრთხოების გაფართოებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის განხორციელებაა, რომელიც საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს. ეს, რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის განახლებადი წყაროებიდან ევროკავშირის ბაზარზე წვდომას უზრუნველყოფს, რაც ენერგო სექტორში არსებული გამოწვევების გადაჭრასა და კრიზისის დაძლევაში დაგვეხმარება. პარალელურად, ქვეყანაში ვმუშაობთ ენერგოდამოუკიდებლობის აქტზე, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცევა და ხელს შეუწყობს მწვანე ენერგიის გენერაციის გაზრდას და საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.


მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს მხრიდან პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინს.


„ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ენერგო სექტორში ურთიერთობის გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა ჩვენი ქვეყანა ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, რაც დარწმუნებული ვარ, დადებითად გადაწყდება. ეს საქართველოს მისცემს საშუალებას თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგო უსაფრთხოებაში“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტების შეხვედრებში ესპანეთის პარლამენტის მოწვევით მონაწილეობს.


​კონფერენციაში მონაწილეობენ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R