საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი - ტურიზმის შესახებ ახალმა კანონპროექტმა ადეკვატურად უნდა მოაწესრიგოს ტურისტული საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა

მედია და საზოგადოება 26 ივნისი 2023
დავით სონღულაშვილი - ტურიზმის შესახებ ახალმა კანონპროექტმა ადეკვატურად უნდა მოაწესრიგოს ტურისტული საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი.

 

კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ მოქმედი კანონი მოძველებულია და არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. მისივე განმარტებით, არსებული კანონი მიღებულია 1997 წელს და ვერ პასუხობს გამოწვევებს, რომელიც დღეს ტურიზმის სექტორის წინაშე დგას.

 

„კანონპროექტმა ადეკვატურად უნდა მოაწესრიგოს ტურისტული საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა, ტურისტთა უფლებების ეფექტიანი დაცვა, ტურისტული სერვისების გაუმჯობესება და უნიკალური სერვისების შეთავაზება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას და მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული და დასაქმების თვალსაზრისით.

 

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ ტურისტული ასოციაციების და ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R