საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტმა კენჭისყრისას ჩააგდო

პლენარული სხდომები 19 სექტემბერი 2023
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტმა კენჭისყრისას ჩააგდო

კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით გაიტანა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

 

კანონპროექტი განსაზღვრავს სამართლებრივ საფუძვლებს ისეთი სისტემის ფუნქციონირებისთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირთა (ოლიგარქთა) გადამეტებულ გავლენასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილება, აგრეთვე ადგენს ამ პირთა წინააღმდეგ მიმართულ აღსრულების ღონისძიებათა შინაარსსა და პროცედურას.

 

პროექტით წესრიგდება პირის ოლიგარქად ცნობასთან, ოლიგარქთა რეესტრთან და ოლიგარქად ცნობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებული საკითხები.

 

მომხსენებლის განცხადებით, ეს არის ფორმალური წარმოდგენა, რომ კანონპროექტი დადგეს კენჭისყრაზე.

 

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და შევთანხმდით, რომ კანონის გზით შესაძლებელია ეს საკითხი არ დარეგულირდეს და მთავრობის მეშვეობით ახლო პერიოდში დამტკიცდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე კონსულტაციის შედეგად იქნება დამტკიცებული, შესაბამისად ჯობს საკითხი სწორედ ამ ფორმით დარეგულირდეს. ჩვენი „ნოუჰაუ“ არ ყოფილა საკითხის ამ ფორმით მოწესრიგება, ჩვენ თავიდანვე ვიყავით იმ პრინციპის ერთგული, რომ თავად ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან იყო მოწონებული უკრაინაში ამ საკითხის კანონის გზით დარეგულირება, ჩვენ გავყევით სწორედ ევროკავშირში აპრობირებულ გზას, ევროკავშირის მიერ მოწონებულ მიდგომას. თუმცა, რადგან არის შემოთავაზება ვენეციის კომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან კონსულტაციის შედეგად რომ ეს საკითხი კანონის გზით არ მოწესრიგდეს და დარეგულირდეს შესაბამისი სამოქმედო გეგმით, გთავაზობთ, რომ ამ საკითხს კენჭისყრის დროს მხარი არ დავუჭიროთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

შესაბამისად, კენჭისყრის დროს პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R