საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დეპუტატებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგებზე იმსჯელეს

პლენარული სხდომები 26 ივლისი 2021
დეპუტატებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგებზე იმსჯელეს
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ“ დადგენილების პროექტი განიხილეს და 79 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღეს.
 

დადგენილების პროექტი და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომლის შემადგენლობაში არიან დეპუტატები - გივი მიქანაძე, ალუდა ღუდუშაური, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.

 

კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, კომისიის ანგარიშში, რეკომენდაციებში, დასკვნებსა და დადგენილების პროექტში ასახულია ყველა შესწავლილი ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიციის დიდი ნაწილი თვეების განმავლობაში ცდილობდა საზოგადოებისთვის დაემტკიცებინა, რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური, არჩევნები გაყალბდა და ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევებს, რასაც შეიძლებოდა გავლენა ჰქონოდა იმ საბოლოო შედეგებზე, რომელიც ცესკო-მ წარმოაჩინა.

 

გივი მიქანაძის განცხადებით, 120 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, 12 ადგილობრივი ორგანიზაცია, 47 ათასამდე დამკვირვებლით აკვირდებოდა არჩევნებს. 48 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია იქნა დარეგისტრირებული 910 წარმომადგენლით. არჩევნებს აშუქებდა ცესკო-ს მიერ აკრედიტირებული 118 მედია საშუალება, რომელიც 6 ათასზე მეტი წარმომადგენლით მონაწილეობდა არჩევნების პროცესში.

 

მისი თქმით, არჩევნების დასრულებისთანავე, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა წარმოადგინა ბრალდებები არჩევნების შედეგების შეუსაბამობის თაობაზე კონკრეტული ნების გამოხატულებასთან.

 

მმართველი პარტიის მიერ მყისიერად იქნა შეთავაზებული: ასობით საარჩევნო უბნის გადათვლა, საარჩევნო უბნებში არსებული ჩანაწერების ამოღება და მათი გაშიფვრა, სატელევიზიო ტელედებატები.

 

იმისთვის, რომ არ დარჩენილიყო რაიმე კითხვის ნიშანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე დაინიცირდა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

 

„სამწუხაროა, მაგრამ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა აღნიშნული შეთავაზებები არ მიიღო და შესაბამისად, არც საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა გაიზიარა,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს დღემდე არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რომ არჩევნები გაყალბდა ან რაიმე სახის მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი.

 

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ძალოვანი სტრუქტურების მყისიერ რეაგირებაზე.

 

„წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, ძალოვანი სტრუქტურების მიერ 180 შემთხვევაში აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან რეაგირება იმ ქმედებებზე, რომელშიც შესაძლოა ყოფილიყო დანაშაულის შემცველი ნიშნები, სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან იყო მყისიერი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

მან ყურადღება გაამახვილა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებზე.

 

მისი თქმით მმართველმა გუნდმა ეჭვქვეშ დააყენა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 3 საათის დაგვიანებით წარმოდგენილი შედეგები.

 

სახელისუფლებო გუნდის ძალისხმევის საფუძველზე, ორგანიზაცია იძულებული გახდა დაენიშნა შიდა აუდიტი, თუ რამდენად სწორი იყო მის მიერ გამოყენებული ფორმულა.

 

აღსანიშნავია, რომ ფორმულის ჩასწორების საფუძველზე ორგანიზაციის მონაცემები დაემთხვა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო შედეგებს.

 

დადგენილების პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

 

კომისიის საქმიანობით გამოვლენილი შედეგების თაობაზე პოზიცია დააფიქსირეს როგორც ფრაქციების წარმომადგენლებმა, ასევე უფრაქციო დეპუტატებმა.

 

„ანალიზზე დაფუძნებული შედეგები მიუთითებს, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას მიზნად ჰქონდა საზოგადოების და დასავლელი პარტნიორების მოტყუებით მოეპოვებინა მათი მხარდაჭერა, კანონსაწინააღმდეგო გზით ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად“, - განაცხადა შემაჯამებელ სიტყვაში გივი მიქანაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R