საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრიმინალიზაცია უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში და პოპულარიზაციის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ასეთი საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

მედია და საზოგადოება 08 აპრილი 2022
დიმიტრი ხუნდაძე: დეკრიმინალიზაცია უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში და პოპულარიზაციის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ასეთი საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა, რომელიც ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

 

მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, კანონპროექტების ძირითად პრინციპებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ადამიანებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთა არ უნდა შეეფარდოს კანაფის ჯგუფის ნივთიერებებისათვის.

 

მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს კანაფის პროდუქტებთან დაკავშირებული დანაშაულებისათვის ციხეში მყოფი ადამიანების გათავისუფლება და, ზოგადად, აღნიშნული დანაშაულებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება წარმოადგენს. კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ სასჯელი უნდა გაუქმდეს მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღებისთვის.

 

კომიტეტის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკოს განცხადებით, ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მომხმარებელი არ არის კრიმინალი და მას სჭირდება მხარში დგომა და მკურნალობა, განსხვავებით გამსაღებლისგან, თუმცა წარმოდგენილი ინიციატივა თავისი შინაარსით, ფაქტობრივად ლეგალიზაციას წარმოადგენს.

 

„ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ნარკოპოლიტიკისადმი დაფუძნებულია ორ საკითხზე - ეს არის მოხმარების შემცირება და მიწოდების შემცირება, რამაც საბოლოო ჯამში უნდა მოგვცეს ზიანის შემცირება. მე აქ მართალი გითხრათ ვერ დავინახე ეს მომენტი. წარმოდგენილი ინიციატივა ვერაა მოხმარების შემცირების და მიწოდების შემცირების გზა. მივცეთ მეტი წვდომა ახალგაზრდებს განათლებაზე, სპორტზე, სამსახურის დაწყებაზე, მაინც და მაინც კანაფის ჩანაცვლებით უნდა გადავაგდებინოთ ეს ბიო?“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის,  დიმიტრი ხუნდაძის აზრით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით ავტორები, ფაქტობრივად, ნარკოტიკების პოპულარიზაციას უწყობენ ხელს.

 

„იმით, რაზეც აქ ვმსჯელობთ, გარკვეულწილად მარიხუანას პოპულარიზაციას ვეწევით. მე ეს არ მომწონს და სახიფათოდაც მიმაჩნია. ამიტომ, ვფიქრობ, დეკრიმინალიზაციაც უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში და პოპულარიზაციის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ასეთი საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. ეს კანონპროექტი, მე მგონია, რომ პრაქტიკულად არის ლეგალიზების ტოლფასი, ამიტომ, მე როგორც ერთი დეპუტატი, ამას მხარს ვერ დავუჭერ, თუმცა მზად ვარ, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით წავიდეთ წინ, გარკვეული გადაწყვეტილებებიც მივიღოთ, კანონპროექტი სწორად დავამუშაოთ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც საზოგადოებას ზიანს არ მოუტანს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R