საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ხუნდაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 13 მაისი 2022
დიმიტრი ხუნდაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა და მედიცინის ფაკულტეტის ლაბორატორიები და კლინიკური ცენტრები დაათვალიერა.
 
უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ, რექტორმა კახაბერ კორძაიამ და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა მაგდა თორთლაძემ დიმიტრი ხუნდაძეს მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნეს, რომლებიც ფაკულტეტის განვითარებისთვის ხორციელდება.
 
დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრა გამართა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან და საჯარო ლექცია გამართა თემაზე: „საქართველოს ჯანდაცვის მიღწევები და პრობლემები, განათლების როლი ქართული მედიცინის განვითარებაში და საქართველოს სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკა“.
 
დიმიტრი ხუნდაძე სტუდენტებს ესაუბრა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობაზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, სახელმწიფოს სადაზღვევო, სოციალური და დემოგრაფიული პოლიტიკის მიმართულებებზე.
 
კომიტეტის თავმჯდომარემ არსებული გამოწვევების გადაჭრის კუთხით, სტუდენტების ყურადღება ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
 
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტები საქართველოს პარლამენტში მოიწვია, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ ჩაერთონ კომიტეტის საქმიანობაში და მონაწილეობა მიიღონ თემატურ განხილვებში.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R