საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტი

პლენარული სხდომები 16 თებერვალი 2022
დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

პროექტის მიხედვით გათვალისწინებული ცვლილებები ხელს შეუწყობს ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებს შორის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სტანდარტის დამკვიდრებას.

 

„ცვლილების მიზანი არის არა ზოგადად და მარტივად ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება წამალზე, არამედ, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ხარისხიან წამალზე. ამდენად ეს არის ერთიანი კომპლექსური პროცესი, სადაც ხარისხის და ფასის დაბალანსების პროცედურები ეტაპობრივად განხორციელდება“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

 

მისივე თქმით, დოკუმენტში ასახულია პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ გამოთქმული შენიშვნები.

 

სხდომაზე თანამომხსენებელმა, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ თავის მხრივ განაცხადა, რომ „კანონპროექტი არ ეხება ფასებს. ეს ეხება ხარისხს, რათა ადგილობრივ მწარმოებელსაც და იმპორტიორსაც ჰქონდეს ვალდებულება, რომ საერთაშორისოდ აღიარებული, მაღალი სტანდარტის უსაფრთხო და ეფექტური მედიკამენტები იყოს ქართულ ბაზარზე მიმოქცევაში, რამეთუ უეფექტო და მით უმეტეს არაუსაფრთხო მედიკამენტი წარმოადგენს რისკს. ქვეყანაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტი“.

 

პარლამენტმა კანონპროექტს 81 ხმით დაუჭირა მხარი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R