საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

დიმიტრი ხუნდაძე ტუბერკულოზის კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით უცხოელ ექსპერტებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 18 მაისი 2022
დიმიტრი ხუნდაძე ტუბერკულოზის კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით უცხოელ ექსპერტებს შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და კომიტეტის წევრები საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს და საქართველოში მყოფ უცხოელ ექსპერტებს და დარგის სპეციალისტებს შეხვდნენ. განხილვის თემა ტუბერკულოზის კონტროლის მექანიზმების ეფექტურობა და ამ კუთხით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა იყო.


კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველომ ამ მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, პარლამენტმა მიიღო ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ კანონი, რომელიც მანამდე როგორც ცალკე კანონი არ არსებობდა. მისივე თქმით, ქვეყანაში პროგრამის ბიუჯეტიც გაიზარდა, შესაბამისად, სახეზეა პოზიტიური დინამიკა - ქვეყანაში ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა რიცხვი მნიშვნელოვნად კლებულობს.


„დღეისთვის კი გასათვალისწინებელია რეგიონში მიმდინარე პროცესები. ვგულისხმობ უკრაინაში ომს, რამაც რეგიონში სოციალური მდგომარეობა შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს და მოხდეს ტუბერკულოზის, როგორც სოციალური დაავადების, მომატება რეგიონში. შესაბამისად, შესაძლოა საქართველოს უფრო მეტი ჩართულობა მოუწიოს პაციენტთა მკურნალობის თვალსაზრისით. ჩვენ ამ კუთხით გამოცდილება გვაქვს, რეგიონში ლიდერ ქვეყნად მივიჩნევით და, ვფიქრობ, რომ მომავლის პერსპექტივის თვალსაზრისით საჭიროა უფრო მეტი აქტივობა, მეტი მუშაობა, უფრო მეტი რესურსების შექმნა და მეტი გამოცდილების მიღება. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ამ კუთხით ახალი სპეციალისტების მომზადება, თანამედროვე გამოცდილების გაზიარება და ვიმედოვნებ, რომ ესეც დარგის პერსპექტივაზე პოზიტიურად იმოქმედებს. ჩვენ ამ მიმართულებით კოლეგებთან აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ და ვფიქრობ, კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს მივაღწევთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის შემდეგ.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე; საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი და ცენტრის წარმომადგენლები; რიგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიგა კუკსა; ბორსტელის კვლევითი ცენტრის სამედიცინო დირექტორი, პროფესორი კრისტოფ ლანგე (გერმანია); End TB კვლევის კონსორციუმის დირექტორი, TBnet-ის მმართველი კომიტეტის წევრი, TBnet/ის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი ლორენცო გულიელმეტი (საფრანგეთი) და ექიმი პულმონოლოგი, TBnet-ის მმართველი კომიტეტის წევრი, ადვოკატირების მიმართულების ხელმძღვანელი ჯესიკა პოტერი (დიდი ბრიტანეთი).

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
01 ივლისი 2022

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
01 ივლისი 2022

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნა
01 ივლისი 2022

საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნა

30 ივნისი 2022

საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის განცხადება

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა
30 ივნისი 2022

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R