საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეკა სეფაშვილი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 16 სექტემბერი 2022
ეკა სეფაშვილი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა.

 

ეკა სეფაშვილი, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თემატური მომხსენებელია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, მიღწევებსა და გამოწვევებს დეტალურად გაეცნო.

 

„პარლამენტის რეგლამენტი თემატური მოკვლევის გარდა, ასევე, ითვალისწინებს თემატური მომხსენებლის ინსტრუმენტის გამოყენებას საპარლამენტო კონტროლის განსახორციელებლად. მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა მისი განხორციელებისას პრაქტიკაში გამოვლენილი გამოწვევების თუ მიღწევების შესწავლას ემსახურებოდა. ვისაუბრეთ კონკრეტულ შემთხვევებზე, ჩავარდნებზეც და კარგ პრაქტიკაზეც, რაც ცალკეული ბიზნესის შემთხვევაში არსებობს. ვიმსჯელეთ პრობლემების გამოსასწორებლად გასატარებელ ღონისძიებებზე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

მისივე თქმით, დაგეგმილია შეხვედრები აღნიშნულ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და საჯარო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, ასევე, ცალკეულ დაინტერესებულ პირებთან, რათა პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიურად წარიმართოს. შეხვედრების შედეგად მომზადდება თემატური მოხსენება, რომელსაც ეკა სეფაშვილი კომიტეტს წარუდგენს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R