ელისო ბოლქვაძე თურქმენეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
მედია და საზოგადოება 03 ოქტომბერი 2024

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე თურქმენეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დოვლეტმირატ სეიტმამმედოვს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც გაცნობითი ხასიათი ჰქონდა, ორ ქვეყანას შორის კულტურული დიპლომატიის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„მომავალი თანამშრომლობისა და საპარლამენტო მუშაობის გეგმა დავსახეთ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
