საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

მედია და საზოგადოება 20 თებერვალი 2026
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
საკითხი სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მინდია დიასამიძემ წარადგინა.


ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს დასახელების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ, 2025 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო და ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო.


ცვლილებების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად კანონში მიეთითება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო.


კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მოქალაქის მარიამ ბოხუას მიერ წარმოდგენილი 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია 2026–2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით.


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოზიცია წარადგინა. აგრეთვე, მიმოიხილა არსებული სტატისტიკური მონაცემები და განსაკუთრებული ყურადღება სასკოლო მზაობის საკითხზე გაამახვილა.


როგორც სხდომაზე აღინიშნა, პეტიციის განხილვამდე კომიტეტის თავმჯდომარე პეტიციის ავტორებსა და ხელმომწერებს შეხვდა და მათ მოსაზრებებს გაეცნო.


კომიტეტმა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, პეტიციის შემდგომი შესწავლა და განხილვა მიზანშეუწონლად მიიჩნია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
08 ივლისი 2026

ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა
08 ივლისი 2026

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა

შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
08 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდით სპორტული ტურნირები დაიწყო
08 ივლისი 2026

საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდით სპორტული ტურნირები დაიწყო

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
07 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R