საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს

მედია და საზოგადოება 13 მაისი 2022
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც კანონმდებლებსა და აპარატის წევრებთან ერთად, თბილისის მერიის და საკრებულოს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

შეხვედრის მონაწილეებმა კანონპროექტის პრეზენტაციის პარალელურად, კანონპროექტის მიზნებზე, ძირითად პრინციპებსა და მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებებზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კანონპროექტის მიზანი, შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისათვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნაა.

 

კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტი შეხვედრებს გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ ყველა მხარესთან, რის შემდეგაც მოხდება კანონპროექტის ინიცირება.

 

„აქტიური განხილვა დავიწყეთ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის, რომლის თანაავტორი კომიტეტთან ერთად არის თბილისის მერია. ეს არის კანონპროექტი, რომელიც კომპლექსურად და სისტემურად დაარეგულირებს შინაური ბინადარი ცხოველების ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მართვის საკითხებს. კანონპროექტში ძალიან ბევრი სიახლეა, მათ შორის, მეპატრონეების და ასევე მუნიციპალიტეტების ვალდებულებები. ახლა ვიწყებთ პროცესს, სადაც, სამოქალაქო სექტორის ჩართულობას გავააქტიურებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის დამუშავების პროცესში ჩართულია როგორც მმართველი პარტია, ასევე ოპოზიციური მხარე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R