საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბიძინა გუჯაბიძე პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 17 იანვარი 2013
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბიძინა გუჯაბიძე პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს შეხვდა

საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში გადატანას ეხება, ასევე იმაზე, თუ რა ფუნქცია შეიძლება დაეკისროს პარლამენტის შენობას და ზოგიერთ სხვა საკითხზე პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბიძინა გუჯაბიძე ესაუბრა. შეხვედრაზე სტაჟიორებს პარლამენტის წევრმა კომიტეტის მუშაობა, გარემოს დაცვის პრინციპები და ფუნქციები,  დასანერგი სიახლეები  და განსახორციელებელი ცვლილებები გააცნო. მან განმარტა, რომ ქვეყანაში შეიქმნება საწარმოები, რომელთათვისაც საჭირო გახდებიან სპეციალისტები; გადამზადდება ტექნიკური პერსონალი სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებისათვის; იქნება  საკონსულტაციო ცენტრები, რომ რეკომენდაცია გაუწიონ გლეხებს და საჭიროების მიხედვით  უპროცენტო ან დაბალპროცენტიანი სესხი მისცენ ბანკიდან.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მიმართეს კითხვით პარლამენტის წევრს, შესაძლებელი იქნება თუ არა  „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ იქნეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის აპარატში ექვსთვიანი სტაჟირება სამუშაო სტაჟში ჩაეთვლებათ.  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანისა, სტაჟიორებს ურჩია, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზედაც გაამახვილონ ყურადღება და თავიანთი წინადადება დახვეწილი სახით  წარუდგინონ მას, რომ შეძლოს მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R