საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის თეთრი წიგნი საჯარო კონსულტაციებისთვის წარადგინა

მედია და საზოგადოება 09 ნოემბერი 2023
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის თეთრი წიგნი საჯარო კონსულტაციებისთვის წარადგინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით, საჯარო კონსულტაციებისთვის საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის თეთრი წიგნი წარადგინეს.


როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ აღნიშნა, კლიმატის ცვლილების შედეგების დასაძლევად და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად, საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ამის მიუხედავად ქვეყანას არ გააჩნია ერთიანი საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს დაარეგულირებდა.


შესაბამისად, კომიტეტმა წელს აქტიურად დაიწყო მუშაობა კლიმატის ცვლილების კანონის პროექტის შემუშავებაზე, რომელმაც ერთიან ჩარჩოში უნდა მოაქციოს კლიმატთან დაკავშირებული ფრაგმენტული კანონმდებლობა. მისი თქმით, კომიტეტი კანონის პროექტის შემუშავებას თვისობრივად ახალი მეთოდოლოგიით ახორციელებს.


მისი ინფორმაციით, კომიტეტმა წლის დასაწყისში საჯაროდ გამოაქვეყნა კლიმატის ცვლილების კანონის მწვანე წიგნი, რომელიც წარმოადგენდა ერთგვარ საკონსულტაციო დოკუმენტს, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისგან შეხედულებებისა და მოსაზრებების წარდგენის მიზნით. ამავდროულად გაიმართა ფართო საკონსულტაციო შეხვედრები თელავში, ქუთაისსა და თბილისში. საბოლოოდ, საჯარო კონსულტაციების შედეგად მიღებული პოზიციების ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე შეიმუშავეს თეთრი წიგნი, რომელშიც გათვალიწინებულია სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი წინადადებები.


თეთრი წიგნი კლიმატთან დაკავშირებულ თითოეულ მნიშვნელოვან საკითხზე გვთავაზობს წინადადებას კანონში გასათვალისწინებლად და მოიცავს იმ პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც კლიმატის ცვლილების კანონი უნდა შემუშავდეს. კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავებამდე კი გაიმართება თეთრი წიგნის საჯარო განხილვები, რათა საბოლოოდ იმ პრინციპებზე მოხდეს შეჯერება, რომლებიც კლიმატის ცვლილების კანონში უნდა აისახოს.


„ეს ახალი კანონმდებლობა კიდევ უფრო დაგვაახლოებს საერთაშორისო გლობალურ სამართალს გარემოს დაცვის სფეროში და კლიმატის ცვლილებების სფეროში. თეთრი წიგნის წარდგენის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ საჯარო კონსულტაციებს და ამ პროცესში კომიტეტთან ერთად ჩართულია სამინისტროც. პარალელურად, ექსპერტებთან ერთად, დაწყებული გვაქვს მუშაობა თვით კანონპროექტზე. ვფიქრობ, რომ კანონპროექტი, რომელზეც მუშაობა სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება, იქნება ყოვლისმომცველი და შექმნის სამართლებრივ საფუძვლებს იმ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავებისთვის, რასაც კლიმატის ცვლილება ჰქვია და რომლის სამწუხარო შედეგები ჩვენ ძალიან მძიმედ გადავიტანეთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.


მისივე თქმით, ზოგადად, ეს წელი განსაკუთრებით მტკივნეული იყო კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ანომალიური პროცესები, რომლებიც ამ კუთხით მიმდინარეობს, პრაქტიკულად დღემდე გრძელდება და ამიტომ საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, რომ კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე მტკივნეული შედეგები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.


„ვფიქრობ, პროცესი კიდევ უფრო წარმატებული იქნება და, საბოლოო ჯამში, ჩვენ ისეთ სამართლებრივ სისტემას შევქმნით, რომელიც გაგვიადვილებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას და შეგვიქმნის რეალურ სამართლებრივ საფუძველს, რომელიც დაგვეხმარება მომდევნო ათეულ წლებში კიდევ უფრო კარგად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც კლიმატის ცვლილების კუთხით გველოდება“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდს საქართველოსადმი უწყვეტი მხარდაჭერისთვის.


ღონისძიების მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია, თუ როგორ წარიმართება თეთრი წიგნის ეროვნული კონსულტაციების პროცესი და საჯარო განხილვა, რომელსაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი წარუძღვება.


საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის თეთრი წიგნის პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობდნენ და შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლისა მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ლაშა ნაკაშიძემ.


ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები.


დოკუმენტი მომზადდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) პროგრამის „გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობისა და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R