საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ქართველი პარლამენტარები სუამის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობენ

მედია და საზოგადოება 27 სექტემბერი 2018
ქართველი პარლამენტარები სუამის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, გიორგი მოსიძის ხელძღვანელობით სუამის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 11-ე სესიაში მონაწილეობს. ასამბლეამ მუშაობა დღეს, 27 სექტემბერს, მოლდოვას რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინეუში დაიწყო.

ასამბლეის ოთხი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც მოლდოვას დელეგაციის ხელმძღვანელი, ვადიმ პისტრინციუკი ხელმძღვანელობდა, კომიტეტის წევრებმა დარგობრივად მათთვის მიკუთვნებულ პოლიტიკურ, სამართლებრივ, სავაჭრო-ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

კომიტეტების სხდომის შემდეგ გაიმართა ასამბლეის ბიუროს სხდომა, რომელმაც სესიის დღის წესრიგი და სესიაზე მისაღები დოკუმენტები-ერთობლივი განცხადება და კომუნიკე განიხილეს.

ასამბლეის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მოსიძემ ევროპის კავშირთან საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგზე ისაუბრა.

მან და დელეგაციის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ რეგიონის ეკონომიკაზე რუსეთის გავლენის შესახებ ისაუბრეს. გიორგი გაჩეჩილაძემ ისაუბრა კასპიის კონვენციის შესახებაც და მის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე კასპიის ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებისათვის.

დღესვე სუამის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის ერთობლივ სხდომაზე, მხარეებმა პარტნიორობის განვითარებაზე იმსჯელეს და სუამის საპარლამენტო ასამბლეისა და ბალტიის ასამბლეის ერთობლივი განცხადება შეაჯამეს, რომელსაც ხვალ, 28 სექტემბერს სუამის ასამბლეა პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს გიორგი მოსიძე, დელეგაციის წევრები არიან გედევან ფოფხაძე, გია ბენაშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R