საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გია ჟორჟოლიანი: „საჭიროა პოლიტიკური სივრცის გახსნა და პარტიების ახალი ხედვის ჩართვა, რათა პოლიტიკა გახდეს ხალხისთვის საინტერესო საკითხებზე მსჯელობის საგანი“

მედია და საზოგადოება 03 ივნისი 2020
გია ჟორჟოლიანი: „საჭიროა პოლიტიკური სივრცის გახსნა და პარტიების ახალი ხედვის ჩართვა, რათა პოლიტიკა გახდეს ხალხისთვის საინტერესო საკითხებზე მსჯელობის საგანი“

„დღეს არსებობს შესაძლებლობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გახდეს ქვეყანაში თვისობრივად ახალი პოლიტიკური ეტაპის დასაწყისი. ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ძირეულად შეიცვალოს როგორც არსებული პოლიტიკური ელიტა, ასევე თავად პოლიტიკური ცხოვრებისა და ქცევის წესი, პოლიტიკის წარმართვის სტილი“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო პერიოდში პარტიებისთვის მედიის დროის გამოყოფასთან დაკავშირებით საკუთარი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო.

მისი თქმით, დღეს პოლიტიკურ და მედია დღის წესრიგში წარმოდგენილები არიან არა ის პარტიები, რომლებიც ცალკეული ჯგუფების ინტერესებს წარმოადგენენ, არამედ ფინანსური კაპიტალის მქონე ორი ძირითადი დაჯგუფება - „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ და მის ირგვლივ გაერთიანებული პარტიების სახით, რომლებიც, მისივე შეფასებით, ორპარტიულ „დიქტატურას“ ქმნიან.

„ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ შევიდეს ახალი, ალტერნატიული ხედვის მქონე პოლიტიკური ძალები და პოლიტიკური სივრცე იყოს მხოლოდ მათ შორის კინკლაობის ასპარეზი. საჭიროა პოლიტიკური სივრცის გახსნა და ახალი პარტიების ახალი ხედვის ჩართვა, რათა პოლიტიკა გახდეს ხალხისთვის საინტერესო საკითხებზე მსჯელობის საგანი. სწორედ, ამ მიზნებს ემსახურება ჩვენი, სოციალ–დემოკრატების საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც მიზნად ისახავს არჩევნებში მონაწილე ყველა, სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მედიით, ამომრჩევლების წინაშე, წარადგინოს საკუთარი შეხედულებები და ამით მიეცეთ ამომრჩევლებს საშუალება გააკეთონ არჩევანი თავიანთი შეხედულებისამებრ და არა ამ ორი პარტიის კინკლაობის საფუძველზე - რომელი უარესია, ანუ როგორც გვირჩევნია, რომ ქვეყანა ცხოვრობდეს, და არა შიშით, რომ უარესი არ დაგვემართოს“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისი განმარტებით, პირველი კანონპროექტის მიზანია წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების თანასწორ პირობებში ჩაყენება, სატელევიზიო ეთერით საარჩევნო კამპანიის წარმართვის კუთხით. ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაუქმება და არჩევნებზე რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თანაბარი საეთერო დროის გამოყოფა.

„ეს ხელს შეუწყობს არჩევნების კონკურენტუნარიან და თანაბარ პირობებში წარმართვას. სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ სრულფასოვანი შესაძლებლობა მოქალაქეებს სრულყოფილად მიაწოდონ თავიანთი პოლიტიკური ხედვა. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ფართო არჩევანი და არჩევანი გააკეთონ თავიანთიი შეხედულების მიხედვით. აქ საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მოისმინონ ყველა შეხედულება, რომელიც მათთვის ღირებულია. ადამიანი ოთხი წლით ირჩევს ქვეყნის მმართველობას და იმ ცხოვრების წესის დამკვიდრებას, რომელშიც მან უნდა იცხოვროს“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R