საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ბარამიძე ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის და ცენტრალურ ევროპული ინიციატივის დეპარტამენტის დირექტორან, ელჩ ჰაიდემარია გიურერს შეხვდა

მედია და საზოგადოება 24 თებერვალი 2014
გიორგი ბარამიძე ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის და ცენტრალურ ევროპული ინიციატივის დეპარტამენტის დირექტორან, ელჩ ჰაიდემარია გიურერს შეხვდა

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დღეს, „რედისონ ბლუ ივერიაში“ ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის და ცენტრალურ ევროპული ინიციატივის დეპარტამენტის დირექტორს, ელჩ ჰაიდემარია გიურერს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ავსტრიელი დიპლომატის მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩვენს ქვეყანაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის და ვითარების უკეთ შესწავლა წარმოადგენს.  მისი თქმით, შეხვედრაზე ადვოკატ გიორგი ონიანის დაპატიმრების საკითხიც განიხილეს. „დააპტიმრო ადვოკატი ისეთ ვითარებაში, როდესაც მას სერიოზული პროცესი მიჰყავს და რომელიც კიდევ ერთია იმათ რიგში, ვინც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ამის პარალელურად გაგაჩნდეს ამბიცია - ეს არჩევნები იყოს ცივილიზებული და დემოკრატიული, აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება აგრძელებს დევნას იმ ადამიანებისა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აპირებენ კენჭისყრას. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. გიორგი ბარამიძის თქმით, უკრაინის ამბები ძალიან ბევრ რამეს სასიკეთოდ შეცვლის აღმოსავლეთ ევროპაში. „უკრაინაში პუტინის რეჟიმი პირწმინდად დამარცხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამარცხდა უკრაინის უკან, წარსულში დაბრუნების იდეა. ეს მნიშვნელოვანია როგორც უკრაინა-ევროკავშირის, უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებში, ასევე საქართველოს, მოლდოვას და სხვა ქვეყნების ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R