საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ბეგაძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

მედია და საზოგადოება 25 სექტემბერი 2018
გიორგი ბეგაძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

თბილისში ICOM/CECA -ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომლის თემაა „მუზეუმები, განათლება და კულტურული აქტივობა: ძველ და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის“. 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ბეგაძემ.

„ჩვენს ქვეყანაში ტურისტების მზარდი დინამიკის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მრავალფეროვნება და მნიშვნელობა წარმოადგენს, როგორც არამატერიალური ისე მატერიალური, მათ შორის რა თქმა უნდა, უმთავრესად იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუზეუმების გამრავალფეროვნება, ასევე კულტურის სხვა სფეროების მიმართულებით განვითარება. მე ვფიქრობ, ეს კონფერენცია, აქ წარმოდგენილი მეცნიერების მოხსენებები შესაძლებლობას მოგვცემს დავინახოთ, რა მიმართულებით უნდა გავაკეთოთ აქცენტები კულტურის სფეროს დივერსიფიკაციის კუთხით, რაც დღეს ტურიზმის ინდუსტრიას სჭირდება და ჩვენ ეკონომიკაზე დადებითად აისახება “, - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

კონფერენცია გაიმართა „კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018“-ისა და „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში.

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს სამუზეუმო განათლებისა და კულტურული აქტივობების თეორიულ და მეთოდოლოგიური მიდგომების საკითხებს, მათ კავშირს განათლებასთან. კონფერენციაზე უცხოელი მონაწილეების მიერ წარმოდგენილია საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული აქტივობების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები.

კონფერენციაში, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება, მონაწილეობს 35 ქვეყნის ასზე მეტი ექსპერტი, მეცნიერი, მუზეუმების წარმომადგენლები.

ღონისძიების გახსნაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე, საქართველოს მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელი გიორგი ბრეგაძე, მეცნიერები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R