საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ხელაშვილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 01 დეკემბერი 2022
გიორგი ხელაშვილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა.

 

გიორგი ხელაშვილმა სტუდენტებს პარლამენტის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობაზე ესაუბრა.

 

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.

 

„განვიხილეთ რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. ვისაუბრეთ საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. სტუდენტებს ასევე აინტერესებდათ როგორ მიმდინარეობს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესი“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.

 

სტუდენტებთან შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობის და მედეგობის მზაობა“ ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო და დიპლომატიური დაწესებულებების ფუნქციონირების მექანიზმების გაცნობა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R