საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ხელაშვილი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პედაგოგებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 06 Oct 2022
გიორგი ხელაშვილი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პედაგოგებს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისა და მასწავლებლებისთვის, სახელმწიფო უწყებებსა და საელჩოებში კულტურულ-საგანმანათლებლო ტურები იმართება.


პროექტის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პედაგოგები, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გიორგი ხელაშვილს შეხვდნენ. პარლამენტის წევრმა პედაგოგებს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე მომუშავე კომიტეტების: საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო. გიორგი ხელაშვილმა კომიტეტების და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებულ მუშაობასა და პარლამენტის მიერ მიღებული კანონებისა და დადგენილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმებზე ისაუბრა. პედაგოგებთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საპარლამენტო დიპლომატიის მიმართულებებს, პარტნიორი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხებს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების - ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობას და ამ კუთხით ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას.


„ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პედაგოგებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მასწავლებლებმა საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესებზე და ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებზე დაინტერესება გამოხატეს. შეხვედრის დროს პედაგოგებთან გამართული დისკუსია გვაძლევს იმის იმედს და განცდას, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი, მხოლოდ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება არ არის და ჩვენი პედაგოგები და მოსწავლეები, ჩვენი მომავალი თაობა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში და მის სამომავლო პერსპექტივებში კარგად არის გარკვეული. მოხარული ვარ, რომ ქართული ენით დაწყებული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ცოდნით გაგრძელებული გვაქვს წინსვლა და მნიშვნელოვანია, რომ ამ ცოდნას და გამოცდილებას, რეგიონში მცხოვრები პედაგოგები მომავალ თაობებს აცნობენ და უზიარებენ“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილი.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც პედაგოგებმა მათთვის საინტერესო თემებზე გიორგი ხელაშვილისგან ინფორმაცია მოისმინეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 Jul 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 Jul 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 Jul 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 Jul 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R