საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი წერეთელი: „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საინტერესო დისკუსიებით წარიმართა“

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) 24 თებერვალი 2018
გიორგი წერეთელი: „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საინტერესო დისკუსიებით წარიმართა“

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი (გიგი) წერეთლის შეფასებით, მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, საინტერესო დისკუსიებით წარიმართა.

მისი განცხადებით, ასამბლეის მონაწილეებმა უსაფრთხოების, ტერორიზმის და მიგრაციის თემებზე მსჯელობა გამართეს. ეს საკითხები კი, ბუნებრივია, საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ვერ ვრცელდება საერთაშორისო სამართლის ნორმები, ყოველთვის მაღალია ტერორიზმის და სხვადასხვა დანაშაულის საფრთხე.

„ჩემს საპრეზიდენტო გამოსვლაში აღვნიშნე, რომ უკრაინაში, და მანამდე, ჯერ კიდევ საქართველოში, სადაც განვითარებულ მოვლენებს არ მოჰყვა იმგვარი რეაქცია, როგორიც შემდგომში უკრაინაში, იყო საერთაშორისო სამართლის და ჰელსინკის ძირითადი პრინციპების დარღვევა, რასაც შესაბამისი შედეგები მოჰყვა. ეს შედეგები დღეს აისახება იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე, მათ უფლებებზე. მიმაჩნია, რომ ამ თემების წინ წამოწევა და საერთაშორისო ფორუმებზე მათი დღის წესრიგში ჩასმა უფრო აქტიურად უნდა ხდებოდეს. საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, აღნიშნული საკითხების მნიშვნელობაზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ როგორც ორმხრივ შეხვედრებზე, ასევე საკომიტეტო გამოსვლებზე სათანადო აქცენტები დასვა“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გიორგი წერეთელმა, როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მონტენეგროს და მაროკოს პარლამენტის თავმჯდომარეებთან, რუმინეთის ვიცეპრემიერთან, ეუთოს ინსტიტუტების ოფისის ხელმძღვანელებთან, ბალტიის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ისრაელის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრები გამართა.

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მუდმივმოქმედი და ძირითადი კომიტეტების სხდომებზე, ანტიტერორისტულ ქვეკომიტეტზე და მიგრაციის საკითხზე გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და მათ მუშაობას წარუძღვა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას ავსტრიის დედაქალაქი 22-23 თებერვალს მასპინძლობდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
09 მარტი 2026

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ
08 მარტი 2026

ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა 
22 თებერვალი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა 

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
21 თებერვალი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R