საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ვოლსკი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზბიგნევ რაუს შეხვდა

მედია და საზოგადოება 30 მარტი 2022
გიორგი ვოლსკი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზბიგნევ რაუს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-პოლონეთის ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს, რუსეთის აგრესიას უკრაინაში და მის შესაძლო გავლენებს საქართველოზე.

შეხვედრაზე ზბიგნევ რაუსმა ხაზი გაუსვა ეუთოს ძალისხმევას, რომ საქართველოს თემა მუდმივად იყოს ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის დღის წესრიგში.


„ვისაუბრეთ ასევე უკრაინის თემაზე, როგორც ერთ-ერთი გამოვლინებაზე იმ აგრესიისა, რომელიც 2008 წლიდან და კიდევ უფრო ძველი პერიოდიდან გრძელდება. აღვნიშნეთ, რომ საქართველო პრაქტიკულად არის უკრაინის შემდეგ საფრთხის ზონაში მყოფი ქვეყანა რუსეთის აგრესიის პირისპირ და ასევე იყო ძალიან მყარი და მკაფიო პოზიცია გამოხატული პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომ საქართველოს მუდმივად ექმნება საკმაოდ აქტიური მხარდაჭერა როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციაში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვოლსკიმ.


შეხვედრას პირველ ვიცე-სპიკერთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი, საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან კი თეონა აქუბარდია და თინათინ ბოკუჩავა ესწრებოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

მსგავსი

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R