საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გივი ჭიჭინაძე: დიასპორელების ყველა აქტივობა და ინოვაცია ყოველთვის მხარდაჭერილი იქნება

მედია და საზოგადოება 08 ივლისი 2022
გივი ჭიჭინაძე: დიასპორელების ყველა აქტივობა და ინოვაცია ყოველთვის მხარდაჭერილი იქნება

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოყვარული მსახიობებისა და საქართველოში მოღვაწე პროფესიონალი მსახიობებისგან შემდგარი დასის მონაწილეობით შექმნილი სპექტაკლის პრემიერას დაესწრო და ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა.
 

„გპირდებით, ყოველთვის მხარდაჭერილი იქნება ჩვენი დიასპორელების მხრიდან წამოსული ყველა აქტივობა, ყველა ინოვაცია, რაც ხელს შეუწყობს ქართული დიასპორისა და ქართული სახელმწიფოს განვითარებას“, - განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.


მან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს ქართული ენის შენარჩუნების კუთხით, ქართული თეატრის უნიკალური რესურსის გააქტიურებას და ემიგრაციაში ქართული კულტურული კერების შექმნას.


​გივი ჭიჭინაძემ მადლობა გადაუხადა იდეის ავტორს, ნიდერლანდებში მოღვაწე დიასპორელს თიკა სვანიძე-ვენკოს, ღონისძიების თანაორგანიზატორებს, მხარდამჭერებს და სპექტაკლში მონაწილე, როგორც საქართველოში, ისე ემიგრაციაში მცხოვრებ, პროფესიონალ და მოყვარულ მსახიობებს.


 „განსაკუთრებულ სიამაყეს ვგრძნობ, რომ ჩვენი დიასპორელები არიან პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრის - „დაბრუნება“ და ამ სპექტაკლის -„იავნანამ რა ჰქმნა“ მონაწილენი და სულის ჩამდგმელებიც! კულტურის სფეროში საქმიანობის გამო, სისტემატურად მიწევდა უცხოეთში მოგზაურობა და 90-იანი წლებიდან ვიცნობ დიასპორის პირველ თაობას, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს და მთავარ სატკივარს - შეუნარჩუნოს უცხოეთში დაბადებულ ახალ თაობებს ქართული იდენტობა, ქართული ენის ცოდნა. დიდი მადლობა ამისთვის ნიდერლანდებში მოღვაწე ჩვენს დიასპორელს თიკა სვანიძე-ვენკოს, ამ საოცარ ადამიანს და მთელ მის ქართულ ოჯახს. რომელიც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი დიასპორელებისათვის, მათი იდენტობის შენარჩუნებისათვის. მათი ჩართულობისათვის სამშობლოს კულტურულ-საგანმანათლებლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საქართველოს პოპულარიზაციისათვის საზღვარგარეთ. სწორედ ასეთი პროექტები აძლევენ სტიმულს ჩვენს დიასპორელებს ქართული კულტურული კერების შესაქმნელად ადგილსამყოფელ ქვეყნებში“, - განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.


სპექტაკლის პრემიერის დასრულების შემდგომ, გაიმართა ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდოს „ანიდან ჰოემდე" გადაცემის ცერემონია.


სადაც საქართველოს პოზიტიური კუთხით წარმოჩენისთვის პროექტის მონაწილე ქართული დიასპორის წარმომადგენლები დააჯილდოვეს.


ღონისძიებას პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ესწრებოდა.


პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; საგარეო საქმეთა სამინისტრო; თბილისის მერია; ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრი და ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“, ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიის სამრევლო და ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრი ,,ჩვენ დავბრუნდებით”, კახის ქართული დრამატული თეატრი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R