საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გივი მიქანაძე კვიპროსში განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 24 მაისი 2023
გივი მიქანაძე კვიპროსში განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

კვიპროსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე კვიპროსის პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ხრიზანტოს სავიდესს შეხვდა.


განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთნ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი პარლამენტის კომიტეტების განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობასა და კომუნიკაციის პირდაპირი ფორმით დანერგვაზე, რაც მიმდინარე რეფორმებისა და ნოვაციების შესახებ ინფორმაციის მყისიერად გაცვლის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.


განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა 2018 წელს ორი ქვეყნის განათლების უწყებებს (სამინისტროებს) შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის აღსრულების კუთხით საზედამხედველო ფუნქციის გააქტიურებას.


მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე, ერთობლივი კომუნიკეს გაფორმებისა და ურთიერთგაცვლითი ვიზიტების ფორმატში გაერთიანებული საკომიტეტო სხდომების ჩატარებაზე.


შეხვედრას საქართველოს მხრიდან კვიპროსში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თენგიზ ჭუმბურიძე ესწრებოდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
23 ივნისი 2026

პარლამენტმა 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

მსგავსი

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
23 ივნისი 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R