საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გუგული მაღრაძემ შეხვედრა გამართა მოწვეულ ექპერტ მოირა ფრეიზერთან პარლამენტის კვლევითი ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხის განხილვის მიზნით

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 27 იანვარი 2020
გუგული მაღრაძემ შეხვედრა გამართა მოწვეულ ექპერტ მოირა ფრეიზერთან პარლამენტის კვლევითი ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხის განხილვის მიზნით

პარლამენტის კვლევითი ცენტრის საქმიანობის დახვეწასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გუგული მაღრაძე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვეული ექსპერტს მოირა ფრეიზერს შეხვდა, რომელიც პარლამენტის კვლევითი ცენტრის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით იმუშავებს.

გუგული მაღრაძის ინფორმაციით, ქალბატონ მოირას აქვს დიდი გამოცდილება კვლევითი, საინფორმაციო და საბიბლიოთეკო სერვისების განვითარების მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში, მათ შრის ახალ ზელანდიასა და მეანმარში. „მას უმუშავია ძალიან ბევრ ორგანიზაციაში, სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებში, ჩაუტარებია კვლევები და ტრენინგები, თუ როგორ უნდა განახორციელოს პარლამენტმა ზედამხედველობა. იგი დაინტერესდა, თუ როგორ ახორციელებს საქართველოს პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
 
დეპუტატმა სტუმარს პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულ მექანიზმები და ინსტრუმენტები გააცნო, რომელთა საშუალებითაც საპარლამენტო ზედამხედველობა ხორციელდება. „ეს არის მინისტრის საათი, ინტერპელაცია, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებათა ანგარიშები“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ. 

სტუმარი დაინტერესდა, თუ რა დახმარება შეიძლება გაუწიოს კვლევითმა ცენტრმა სქართველოს პარლამენტს. გუგული მაღრაძის მოსაზრებით, პარლამენტარს შეიძლება დასჭირდეს კვლევის წარმოება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის იმისთვის, თუ რამდენად საჭიროა ამა თუ იმ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება და მიღება. 

„ამას ორი მხარე აქვს. ერთი ის, რომ შესაძლებელია პრობლემები იყოს, მაგრამ ამ პრობლემების გადაჭრა ვერ ხდებოდეს იმიტომ, რომ თვითონ კანონმდებლობა არ არის შესატყვისი, მეორე - შეიძლება კანონმდებლობა ძალიან კარგი იყოს, მაგრამ არ არსებობდეს მისი აღსრულების მექანიზმები. გარდა ამისა, კვლევები შეიძლება წარმოებდეს შემოსული წერილების მიხედვით, თუ რა პრობლემები აწუხებს ხალხს, რომ პარლამენტარმა იმუშაოს ამ მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივაზე. ამისთვის პარლამენტარი მარტო საკუთარ შთაბეჭდილებას ვერ დაეყრდნობა. იგი თხოვს კვლევის ცენტრს, რომ აწარმოოს საჭიროებების კვლევა და ამ საჭიროებების მიხედვით განსაზღვროს, სჭირდება ამას ახალი კანონმდებლობა თუ არ სჭირდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საპარლამენტო კვლევის დროს დეპუტატს ხელი სწრაფად უნდა მიუწვდებოდეს, რომ ზუსტი მსჯელობის მიზნით გადაამოწმოს ის ციფრები, რომელ ციფრებსაც, მაგალითად, პოლემიკისას ამა თუ იმ მიმართულებით ოპონენტი წარმოადგენს სხდომაზე“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

მსგავსი

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს
22 ივნისი 2026

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
16 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R