საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

მედია და საზოგადოება 26 ივნისი 2026
მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა.

მსოფლიო ბანკის ჯგუფისა (WBG) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საპარლამენტო ქსელის მიწვევით, მარიამ ლაშხმა ტაილანდის ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პოლიტიკის ოფისის გენერალურ დირექტორის მოადგილე ნადჰავუდ დამასირისთან, მსოფლიო ბანკისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

შეხვედრების ფარგლებში განიხილეს ტაილანდის ფისკალური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური მართვის ძირითადი პრიორიტეტები.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურბანული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, არაფორმალური დასახლებების რეგულარიზაციასა და ეკონომიკური განვითარების თანამედროვე გამოწვევებს.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ასევე ტაილანდური კომერციული ბანკის (Thai Credit Bank) წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესის მხარდაჭერის ინსტრუმენტები, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაფართოების შესაძლებლობები და ეკონომიკური განვითარების პროცესში კერძო სექტორის როლის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია, რომლის სრულად რეალიზებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორ პოლიტიკასა და საერთაშორისო პარტნიორობას.

„საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, შუა დერეფანი, ახალგაზრდა ეკონომიკა, მოქნილი სახელმწიფო და ძლიერი ადამიანური რესურსი. სწორი პოლიტიკა და სწორი პარტნიორები ამ პოტენციალს რეალობად აქცევს. ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შესაძლებლობა, გამეღრმავებინა ურთიერთობები კოლეგა პარლამენტარებთან ევროპარლამენტიდან, ასევე იტალიის, საფრანგეთის, ლუქსემბურგის, გაერთიანებული სამეფოს, სინგაპურისა და მონღოლეთის პარლამენტების წევრებთან“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
​

ტაილანდში ვიზიტი „Parliamentarians in the Field Programme“-ის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპარლამენტო ქსელის ინიციატივაა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებს განვითარების პოლიტიკის, ეკონომიკური რეფორმებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

მსგავსი

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R