საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გუგული მაღრაძე: ქვეყნის განვითარება უპირველესად დამოკიდებულია საჯარო მართვაში ჩაბმული კადრების მომზადების დონეზე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 22 იანვარი 2020
გუგული მაღრაძე: ქვეყნის განვითარება უპირველესად დამოკიდებულია საჯარო მართვაში ჩაბმული კადრების მომზადების დონეზე

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაში მონაწილეობდა.

შეხვედრაზე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მუშაობის ანგარიში სკოლის დირექტორმა, ქეთი ჯაყელმა წარადგინა. 

გუგული მაღრაძემ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დიდ მნიშვნელობას საჯარო სამსახურების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარება უპირველესად დამოკიდებულია საჯარო მართვაში ჩაბმულ კადრების მომზადების დონეზე. 

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ადგილებზე ახორციელებენ ქვეყნის განვითარების სტრატეგიებს. რაც არ უნდა ბრწყინვალე ცენტრალური მთავრობა ჰყავდეს ქვეყანას, თუ ადგილებზე არ არიან პროფესიონალი და მოტივირებული სპეციალისტები, მას გაუჭირდება სწრაფი განვითარება“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ. მისი თქმით, ამ სკოლის ღირშესანიშნაობაა ის, რომ სკოლის მესვეურები ძალიან სწრაფად და ეფექტურად ახდენენ ქვეყანაში მართვის სფეროში წამოჭრილი გამოწვევების იდენტიფიკაციას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეფექტურად და ხარისხიანად მუშაობენ, ამ გამოწვევების საპასუხოდ კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფენ საჯარო მართვის სხვადსხვა სფეროს. 

გუგული მაღრაძემ მადლობა გადაუხადა სკოლის ხელმძღვანელობას საუკეთესო მუშაობისათვის და პარლამენტის სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნისთვის საჭირო საქმიანობის განხორციელებაში. 

შეხვედრის დასასრულს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და პოლონეთის საჯარო სამსახურის სკოლას შორის. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაფუძნებიდან 15 წელი გავიდა. იგი მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა სახელმწიფო ადმინისტრირების სფეროს განვითარების მიმართულებით.
 
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მთავარი მიმართულებაა სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განხორციელების გზით ქვეყნის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში არსებული საკადრო დეფიციტის დაძლევა და მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციისთვის ხელისშეწყობა. ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის დონის ამაღლების უზრუნველყოფა და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო ენის ფლობის და სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება. გარდა სახელმწოფო ენის სწავლების და საჯარო მოხელეთა გადამზადების პროგრამებისა, სკოლამ ასევე განავითარა ახალი პროგრამები: კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამები, საქართველოს საჯარო სკოლების ოპერირება და მოვლა-პატრონობის პროგრამა და სკოლამდელი აღზრდის მართვის საფუძვლების პროგრამა. სკოლის მიერ მომზადებულია სახელმძღვანელოები არაქართველი მოსახლეობისათვის ქართული ენის სწავლებაში, ასევე მომზადებულია გაიდლაინები და სახელმძღვანელოები სხვა პროგრამების სათანადო რესურსებით უზრუნველყოფისათვის. გასულ წელს ასევე მომზადდა ონლაინ კურსები ქართული ენის სწავლებისათვის. 

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა მემორანდუმების საფუძველზე ახორციელებს ერთობლივ პროგრამებს, თავდაცვის სამინისტროს, შერიგების და ინტეგრაციის სამინისტროს და სხვა ორგანიზაციებთან. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა თავისი საქმიანობის ეფექტიანი და თანამედროვე მიდგომების დანერგვისათვის თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც ხელს შეუწყობს სკოლის პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას, მისი ცნობადობის გაზრდას და კვალიფიციური გამოცდილების გაზიარებას საჯარო სექტორში დასაქმებული და ყველა დაინტერესებული მხარისათვის. ამ მიზნით დაწყებული საერთაშორისო თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. სკოლა ინტერნალიზაციის ფარგლებში გეგმავს თანამშრომლობას ევროკავშირის ქვეყნებთან, უკვე გაფორმდა მემორანდუმი პოლონეთთან და იგეგმება თანამშრომლობა დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, სამხრეთ კორეის შესაბამის ინსტიტუციებთან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

მსგავსი

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს
22 ივნისი 2026

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
16 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R