საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ბერაია: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის კარგად მომზადებული და აღჭურვილი უწყება

მედია და საზოგადოება 14 თებერვალი 2023
ირაკლი ბერაია: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის კარგად მომზადებული და აღჭურვილი უწყება

პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს.


​სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, 2022 წლის განმავლობაში საქმიანობის ისეთ მიმართულებებს მოიცავდა როგორიც არის: დასაცავი პირების და ობიექტების უსაფრთხოების ზომები, საქართველოში სტუმრად მყოფი მაღალი რანგის სტუმრების დაცვითი ღონისძიებები, სამსახურის ტექნოლოგიური და ინსტიტუციური განვითარების, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯები.


ნდობის ჯგუფის წევრები უწყების მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო გეგმებსაც გაეცნენ.


„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის კარგად მომზადებული და აღჭურვილი უწყება, დაცვითი ღონისძიებების სრული სპექტრით, მათ შორის პირადი დაცვით, ესკორტირების, სპეცდანიშნულების, ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური შესაძლებლობებით, ასევე სასწავლო ცენტრით. სამსახური დაცვითი ღონისძიებებისთვის ყველა საჭიროებას სრულად პასუხობს. 2022 წლის შემოდგომიდან სამსახური არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი უწყება და აქტიურად მონაწილეობს უწყებათაშორის კოორდინაციაში და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 2022 წელს, სდსს-მ, თბილისში, პირადი დაცვის სამსახურების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას უმასპინძლა, რაც ნათლად მეტყველებს სამსახურის მიღწევებსა და მის საერთაშორისო რეპუტაციაზე. ჩვენ, კანონმდებლები ვზრუნავთ და ყოველთვის ვიზრუნებთ არა მხოლოდ იმაზე, რომ სამსახურზე ეფექტიანი ზედამხედველობა განხორციელდეს, არამედ უწყებას საჭირო და სათანადო მხარდაჭერა ჰქონდეს”, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ.


​სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანგარიშს ნდობის ჯგუფის წევრები - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი დაესწრნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R