საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ბერაია - თურქეთი ურყევია თავის მხარდაჭერაში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართ

მედია და საზოგადოება 20 იანვარი 2023
ირაკლი ბერაია - თურქეთი ურყევია თავის მხარდაჭერაში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართ
ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის 3 კომიტეტის (უსაფრთხოებისა და დაზვერვის, ეროვნული თავდაცვის და შინაგან საქმეთა კომიტეტების) თავმჯდომარეებთან და წევრებთან.
 
ქართველი პარლამენტარები ასევე შეხვდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს და თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს.
 
როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ აღნიშნა დეპუტატებს ჰქონდათ შინაარსობრივი და პროდუქტიული შეხვედრები.
 
„ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, იმ საფრთხეებზე, რაც ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებს ემუქრება, ასევე საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებაზე, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე, როდესაც საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო/ენერგეტიკული პროექტების წარმატებული იმპლემენტაციისთვის, რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, და, რაც მთავარია, შავი ზღვის რეგიონის და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოებისთვის. თურქეთში საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი. თურქეთი ურყევია თავის მხარდაჭერაში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ამ ვიზიტის ორგანიზებისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ გიორგი ჯანჯღავას, ჩვენს დიპლომატებს, ვისი ძალისხმევითაც ასეთ მოკლე პერიოდში და შემჭიდროებულ ვადებში შესაძლებელი გახდა შინაარსობრივი და ნაყოფიერი ვიზიტის ორგანიზება”, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
 
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები - ალექსანდრე ტაბატაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე კომიტეტის წევრები ჰერმან საბო და ალექსანდრე ელისაშვილი.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R