საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კობახიძე - ხელისუფლებამ ევროკომისიის 12-ვე პრიორიტეტი შეასრულა. არავითარი საბაბი არ არსებობს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი

საპარლამენტო უმრავლესობა 04 ივლისი 2023
ირაკლი კობახიძე - ხელისუფლებამ ევროკომისიის 12-ვე პრიორიტეტი შეასრულა. არავითარი საბაბი არ არსებობს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა.

 

პრესკონფერენციის ფორმატში, მან მედიას და საზოგადოებას დეტალურად გააცნო პრიორიტეტების შესრულების ეტაპები.

 

„პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ, შესაბამისად, ჩვენ შარშანაც მზად ვიყავით, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამ შემთხვევაში, არავითარი საბაბიც კი არ არსებობს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ დროს წინასწარ არასდროს იცი, როგორი იქნება მისი შინაარსი, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მან ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა, ასევე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ინსტიტუტების ეფექტიანობის, სასამართლო, საარჩევნო და საჯარო სამსახურის რეფორმის, ანტიკორუფციული ღონისძიებების, დეოლიგარქიზაციის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, მედიაგარემოს, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, სახალხო დამცველის არჩევის, დეპოლარიზაციის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ კანონმდებლობის მიმართულებებით.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ევროკომისიის მოთხოვნებზე და ამ მიმართულებით მომდევნო თვეებში გადასადგმელ ნაბიჯებზეც ისაუბრა.

 

„რომ შევაჯამოთ, არის 18 კონკრეტული მოთხოვნა შესასრულებელი, რაც გამოიკვეთა ევროკომისიის ანგარიშში. აქედან 10 უკავშირდება პრაქტიკის გაუმჯობესებას. რაღაცები გაკეთდა, კანონმდებლობა არსებითად შეიცვალა და ახლა ითხოვენ ამ კანონმდებლობის პრაქტიკაში სათანადოდ დანერგვას. ორი რეკომენდაცია უკავშირდება ვენეციის კომისიასთან კონსულტაციებს, თანამდებობის პირთა არჩევას. ერთ რეკომენდაციაში საუბარია საბჭოს წევრების არჩევაზე, სამოქმედო გეგმის შემუშავებას ეხება ერთი რეკომენდაცია, კანონის არმიღებას ითხოვენ ორ შემთხვევაში - ეს ეხება დეოლიგარქიზაციას და ცესკო-ს საკითხს და ამაზე გვექნება კონსულტაციები. ყველა ეს პუნქტი რომ შევაჯამოთ, აშკარად ჩანს, რომ რაღაცის არგაკეთებას არავინ გვედავება. საუბარია პრაქტიკაში დანერგვაზე და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე. ხელისუფლებამ, პარლამენტის ჩართულობით, შეასრულა 12-ვე პრიორიტეტი, რომელიც იყო წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პრესკონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებს კითხვებს დეტალურად უპასუხა და მათთან ერთად მიმოიხილა რეკომენდაციების შესრულების ეტაპები.

  • ანგარიში ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘᲡ 12 ᲞᲠᲘᲝᲠᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲝᲑᲐᲖᲔ
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R