საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კოვზანაძე: ბიუჯეტის ცვლილებები განპირობებულია მაღალი ეკონომიკური ზრდით, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში არსებობს

პლენარული სხდომები 05 ოქტომბერი 2022
ირაკლი კოვზანაძე: ბიუჯეტის ცვლილებები განპირობებულია მაღალი ეკონომიკური ზრდით, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში არსებობს

„ბიუჯეტის ცვლილებები განპირობებულია მაღალი ეკონომიკური ზრდით, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში არსებობს. აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10,5-პროცენტიანი ზრდა, ხოლო 8 თვის საშუალო მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა, არის 10,3 პროცენტი. ბიუჯეტში ჩადებული გვაქვს 6-პროცენტიანი ზრდა. საპროცენტო განაკვეთების გარდა, ეკონომიკა ყველა მიმართულებით აჩვენებს ზრდას და ჩვენი პროგნოზი ამ მიმართულებით გამართლდა“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა სადაც „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს.


ირაკლი კოვზანაძემ კოლეგებს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებულ ვერსიასთან დაკავშირებით კომიტეტის შენიშვნები, წინადადებები და ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის გეგმიურზე მაღალი ზრდის ტემპმა განაპირობა მაკროეკონომიკური პარამეტრების ზრდა.


„საქართველოს ეკონომიკის გეგმიურზე მაღალი ზრდის ტემპი გახდა ფუნდამენტი იმისა, რომ განახლდა მაკროეკონომიკური პარამეტრები და 6 პროცენტის ნაცვლად ბიუჯეტში ჩადებულია 8,5-პროცენტიანი ზრდა. ნომინალში მთლიანი შიდა პროდუქტი 64,8 მლრდ ლარის ნაცვლად წარმოდგენილია 72, 2 მლრდ ლარით. გაუმჯობესება არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვან დეფიციტთან დაკავშირებით. დეფიციტის მაჩვენებელი 4,4 პუნქტი შემცირებულია 3,2 პუნქტამდე. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი. ის გავლენას ახდენს როგორც ინფლაციაზე, ასევე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ცენტრალურ ბანკს, რომ შეამციროს ინფლაციური ზეწოლა საქართველოს ეკონომიკაზე და ასევე ლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხებზე. საგარეო ვალის აბსოლუტური მოცულობა მცირდება 883 მლნ. ლარით და ვალის მოცულობა 40 პროცენტს სცილდება. ორივე პარამეტრი, რომელსაც ჩვენი კომიტეტი უყურებს, დეფიციტი და ვალის მოცულობა მნიშნელოვანია როგორც ფისკალური მდგრადობის, ასევე მონეტარული სტაბილურობის თვალსაზრისით. კორექტირებული ვერსიით ხარჯები გაიზრდება 507 მილიონით და მთლიანობაში ასიგნებები მიაღწევს 19 მლრდ 678 მლნ ლარს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

მაია ბითაძემ საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სამართალდამცავი უწყებების უმაღლესი სწავლების უწყებათაშორისი აკადემიის დირექტორს შეხვდა
05 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სამართალდამცავი უწყებების უმაღლესი სწავლების უწყებათაშორისი აკადემიის დირექტორს შეხვდა

სპორტის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა
05 ივნისი 2026

სპორტის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს
05 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R