საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკური ზრდა შეინიშნება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით

მედია და საზოგადოება 15 ივლისი 2021
ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკური ზრდა შეინიშნება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით
„პანდემიით გამოწვეული რეცესიული 2020 წლის შემდეგ გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. აპრილის თვემ პრაქტიკულად შეცვალა გარემო და უპრეცედენტო, 45 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მთლიანობაში, ეკონომიკური ზრდა შეინიშნება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით“, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიის განხილვა მიმდინარეობს.
 

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სწორედ ეკონომიკური ზრდა გახდა ძირითადი საფუძველი იმისა, რომ მთავრობამ ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია წარადგინა პარლამენტში.

 

მისივე თქმით, ეს არის ვერსია, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

 

„ის, რომ ეკონომიკა იზრდება, ჩანს ექსპორტის ზრდაში, ბოლო თვეებია მკვეთრად იზრდება დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვა, გაზრდილია ფულადი გზავნილები. სწორედ მთლიანი შიდა მიმართულების დაგეგმვაზე მაღალი ტემპით ზრდა გახდა ძირითადი საფუძველი, რითაც მთავრობამ, ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა კორექტირებული ვერსია და ბიუჯეტის ცვლილებები წარმოადგინა პარლამენტში. მაისში ზრდამ 25,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის 5 თვეში კუმულატიური ზრდა 11,5 პროცენტია. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არის 3,4 პროცენტი დამატებით და აღწევს 7,7 პროცენტს. ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება 7,6 პროცენტიდან 6,9 პროცენტამდე, იმედი მაქვს, რომ რეალური დეფიციტი ბევრად ნაკლები იქნება და ჩემი სურვილია ეს 6, 5 პროცენტამდე ჩამოვიდეს, სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6 პროცენტამდე, 5, 4 პროცენტით. ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1 მილიარდ 175 მლნ ლარით, გადასახდელები იზრდება 1მილიონ 114 ლარით და ბიუჯეტის ასიგნებები აღწევს თითქმის 19,5 მილიარდ ლარს ანუ 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 19,5 მილიარდი ლარი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომას, სადაც 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ, იმ უწყებების და სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებიან, სადაც საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდა.

 

ბიუჯეტში ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე დასამტკიცებლად 23 ივლისს გავა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R