საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კოვზანაძე: საფინანსო სექტორში რეფორმები უნდა გაგრძელდეს

მედია და საზოგადოება 04 ნოემბერი 2021
ირაკლი კოვზანაძე: საფინანსო სექტორში რეფორმები უნდა გაგრძელდეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში დეპუტატებსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

      

შეხვედრაზე იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელეს, რომელიც საბანკო და საფინანსო სექტორის შემდგომ რეფორმირებას და ამავდროულად ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ეხება.

 

მათ შორის, საუბარი შეეხო: - საგადასახდო მომსახურეობის ფინანსურ ტექნოლოგიებს, ღია ბანკინგს, ციფრული ბანკის ლიცენზირებას და ციფრულ ლარს, მიკრობანკების დაფუძნებას და მათ რეგულირებას, ვალუტის პუნქტების რეგულირებას, სესხის გამცემი სუბიექტების დეფინიციის გაფართოებას, ფინანსურ კონგლომერატებს, სხვა არასაბანკო დაწესებულებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწას და ა.შ.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დღეს განხილული საკანონმდებლო ინციატივები საფინანსო სექტორის მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია.

 

„საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მდგრადია, ამ სფეროში რეფორმები კი უნდა გაგრძელდეს. მსგავსი შეხვედრების მიზანია პარლამენტის წევრებმა კანონპროექტების ინიცირებამდე სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ,“ - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ხაზი გაუსვა, რომ სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა შესაბამისი პრეზენტაციები წარმოადგინეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხეს.

 

სამუშაო შეხვედრას ეროვნული ბანკის მხრიდან ესწრებოდნენ: ვიცე-პრეზიდენტები; არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა, და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
25 ივნისი 2026

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მსგავსი

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R