საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი სესიაშვილი: „ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი და ლოკომოტივი ქვეყანა სქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“

მედია და საზოგადოება 16 აპრილი 2019
ირაკლი სესიაშვილი: „ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი და ლოკომოტივი ქვეყანა სქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და თავმჯდომარის მოადგილეები: ირაკლი ბერაია, ირაკლი აბესაძე და კობა კობალაძე აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი და ლოკომოტივი ქვეყანა სქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

„ჩვენ გვაქვს სრული პოლიტიკური თანხვედრა ზოგადად რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, სტაბილურობის თვალსაზრისით. მადლობელი ვართ როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ყოველდღიურ რეჟიმში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები, ექსპერტები ჩართული არიან ჩვენი ქვეყნის თავდაცვის აღმშენებლობის პროცესში, ამასთანავე, ვიღებთ ფინანსურ მხარდაჭერასაც“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი ინფორმაციით, სამხედრო აღჭურვილობის შეძენა, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდას განაპირობებს, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით იქნა მიღწეული.

„მხედველობაში მაქვს ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შეძენა. ჩვენ ვმუშაობთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენაზე, ჩვენი ჯარისკაცების მომზადებაზე. ჩვენ გვაქვს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამერიკელები გვეხმარებიან, რომ მოვამზადოთ 24 000 სამხედრო მოსამსახურე ჩვენი ქვეყნის თავდაცვის პროგრამით“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

თუმცა მისი თქმით, მთავარი მაინც არის ის სრული პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ბოლო წლებში თვალსაჩინო და მკაფიოა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ. „მოლოდინები გვაქვს, რომ ეს პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი

საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა
08 ივნისი 2026

საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R