საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს

მედია და საზოგადოება 03 ოქტომბერი 2022
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციის, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს.


კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ევროპული სტრუქტურების მიერ დეოლიგარქიცაზიის შესახებ უკრაინის მიერ მიღებული კანონის იმპლემენტაციის თაობაზე რეკომენდაცია გაიცა. „შესაბამისად, საქართველოსთვის ის მიდგომა, რაც უკრაინისთვის გაიწერა, რომ დაწყებულიყო კანონის შესრულება, ობიექტურ საზომს წარმოადგენს. ჩვენ სწორებას ვაკეთებთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და თუ მათი მხრიდან მოწონებული იქნა უკრაინული მოდელი, მაშინ ლოგიკურია, რომ იგივე მოდელი ჩვენთან მიმართებაშიც პოზიტიურად შეფასდება. ამიტომ ჩვენ რაიმე ახალი კანონი არ შეგვიქმნია - ავიღეთ უკრაინული მოდელი, ვთარგმნეთ და იგივე პრინციპებზე დაფუძნებით, მის დაინიცირებას მოვახდენთ. ლოგიკა მარტივია - ევროპული სტრუქტურები პოზიტიურად უყურებენ უკრაინაში მოქმედ სტრუქტურას და მოდელს და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ იგივე სტრუქტურა და მიდგომა ასევე დადებითად იქნება შეფასებული“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.


მისივე ინფორმაციით, უკრაინული მოდელი დასკვნისთვის ვენეციის კომისიას უკვე გადაეგზავნა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით ქართული მხარე დაინტერესებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ პროექტზეც გაიცეს კომისიის შესაბამისი დასკვნა.


„ჩვენ პრაგმატულად, დროში გაწერილი ვადების შესაბამისად ვმოქმედებთ და ჩვენი მთავარი ამოცანაა ეს პუნქტი ჩაითვალოს შესრულებულად. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც უკრაინულ მოდელში, ასევე ქართულ ვერსიაშიც ბევრი სამართლებრივი ხარვეზია და კომიტეტზე მსჯელობის ფარგლებში თუ იქნება რაციონალური შემოთავაზებები, ჩვენ დამატებით მსჯელობებს გავმართავთ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.


შეხვედრაზე, სამუშაო ჯგუფის წევრებმა, უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს. კანონპროექტის დეტალური განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

მსგავსი

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R