საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 03 მარტი 2025
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია „ქართული ოცნების’’ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს - „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტით განიმარტება უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები. ასევე, წესრიგდება ძირითადად შემდეგი საკითხები: სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ბერკეტები, როგორც ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და თუ ამერიკელ ხალხს აქვს უფლება, რომ მათი სუვერენიტეტი იყოს დაცული ეფექტიანი მექანიზმებით, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხსაც გვაქვს არანაკლებ იმისი უფლება, რომ ჩვენი სუვერენიტეტი იყოს გარანტირებული. ამიტომ, „ქართული ოცნების“ გუნდის გადაწყვეტილებით და ფრაქციის ინიციატივით ინიციირებულია ამერიკული კანონის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ე.წ. ფარას ზუსტი, სიტყვა-სიტყვით თარგმანი“, - განაცხადა მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, ქართული რეალობიდან გამომდინარე, კანონის აღმასრულებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო იქნება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R