საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 10 მაისი 2024
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.


მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტში დაბრუნდება კანონის მოქმედი რედაქციის ის მუხლი, რომლის თანახმად, კანონის შესაბამისი პუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და შესაბამისი ცნობა მისი გაცემიდან 3 დღის ვადაში ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს.


„ვენეციის კომისიის მოსაზრება იყო, რომ ან მომხდარიყო ამ საკითხის ამოღება, ან ლეგიტიმური მიზნების უფრო დაკონკრეტება. ჩვენ თავიდან გადაწყვიტეთ, რომ ამ მუხლის ამოღება შეიძლება უფრო მიზანშეწონილი ყოფილიყო, თუმცა, ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მაქსიმალურად მკაცრი მიდგომები უნდა იყოს გამოყენებული, განსაკუთრებით ნარკოტიკული საშუალების რეალიზებასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე დავაინიცირეთ კონკრეტული პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ახალი ტიპის ნარკოტიკული საშუალებების დოზებს, რომლებზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, კონკრეტული კვლევა ჩაატარა. ნარკოპოლიტიკის მიმართ კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს მიდგომა, მითუმეტეს, ეს უნდა შეეხებოდეს თანამდებობის პირს. თანამდებობის იმ პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უარს ამბობს ნარკოტესტის გავლაზე, სანდოობა ვერ ექნება. პირველი მოსმენის დროს, დათქმით ვამბობდი, რომ თუ განხილვების დროს ყველა არ დაუჭერდა მხარს ამ საკითხს, ისე გამოვიდოდა, რომ თითქოს მხოლოდ ჩვენი ინიციატივაა ნარკოტესტების გაუქმება. აქედან გამომდინარე, მე ამ საკითხს უკან ვაბრუნებ და გთავაზობთ, რომ დავტოვოთ მოქმედი ნორმა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.


მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში ჩაიწერა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დაკავებაზე, დაპატიმრებაზე და პასუხისგებაში მიცემაზე საქართველოს პარლამენტის თანხმობაა საჭირო, თუმცა, უფლებამოსილების შეჩერების საკითხი ღიად იყო დარჩენილი.


შესაბამისად, კანონპროექტში ხდება ამ საკითხის დაზუსტება შემდეგი ჩანაწერით - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.


​როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კანონპროექტში ასევე ბრუნდება მოქმედი ნორმა, რომლის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R