საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ივანე კიღურაძემ დეპუტატებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები გააცნო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 24 მაისი 2016
ივანე კიღურაძემ დეპუტატებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები გააცნო

გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის სამართლებრივი მექანიზმის შექმნის მიზნით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ასევე მიზნად ისახავს აკადემიის სტატუსის, აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალის სამართლებრივი მდგომარეობისა და მართვის ორგანოების უფლებამოსილების მკაფიოდ განსაზღვრას. როგორც კომიტეტის სხდომაზე ივანე კიღურაძემ განაცხადა, ნიჭიერი ახალგაზრდობის მეცნიერებაში მოზიდვა, მათი მხარდაჭერის ეფექტური მეთოდების შემუშავება და ქვეყნიდან „ტვინების გადინების პროცესის“ შეძლებისდაგვარად დამუხრუჭება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთერთი ძირითადი მოვალეობაა. მისი თქმით, აკადემიას, რომელიც აერთიანებს უფროსი თაობის გამოჩენილ მეცნიერებს წარმატებით ფუნქციონირება მხოლოდ საშუალო და უმცროსი თაობის მეცნიერებთან აქტიური თანამშრომლობის პირობებში შეუძლიათ. 

კანონპროექტი ითვალისწინებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გრძელვადიანი სამეცნიერო სტიპენდიების დაწესებას და წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტის სტიპენდიანტთა ინსტიტუტით ეტაპობრივ ჩანაცვლებას. ივანე კიღურაძის განმარტებით, წევრ-კორესპონდენტთა და სტიპენდიანტთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40-ს. კანონის ამოქმედების მშემდეგ შესაძლებელი იქნება 9 სტიპენდიანტის არჩევა, რადგან ამჟამად აკადემიაში ირიცხება 31 წევრ-კორესპონდენტი. მოქმედი კანონის მიხედვით წევრ-კორესპონდენტების არჩევა აღარ ხდება და მომავალში გამოკლებულ წევრ-კორესპონდენტთა ხარჯზე სათანადოდ გაიზრდება აკადემიის სტიპენდიანტთა რაოდენობა.

„აკადემიის სტიპენდიანტად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის პირი, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. აკადემიის სტიპენდიანტად არჩევის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 50 წელს, იგი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და მოღვაწეობდეს საქართველოში. სტიპენდიანტი აირჩევა 5 წლის ვადით. ერთიდაიმავე პირის სტიპენდიანტად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. სტიპენდიანტს ენიშნება ანაზღაურება თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით“, - განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა.

წარმოდგენილი კანონპროექტის კიდევ ერთი არსებითი სიახლე არის ის, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაზე, როგორც წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ეკისრება საქართველოს მთავრობას და არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როგორც ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონი. ამ მოსაზრებას დაეთანხმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ლადო პაპავა. „ ეს ნოვაცია აბსოლუტურად სწორია. ბიბლიოთეკა, რომელიც შეიძლებოდა მეცნიერების აკადემიასთან ყოფილიყო, დაბლოკა განათლების და მეცნიერების სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ“, - განაცხადა მან.

კანონპროექტის თანახმად, აკადემიას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ვიცე-პრეზიდენტი. როგორც პრეზიდენტის, ისე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა მიჩნეულია ადმინისტრაციულ თანამდებობად. ამასთან, აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას აკადემიის ნამდვილი წევრი, რომლის ასაკი არ აღემატება 70 წელს. ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით ლადო პაპავამ განაცხადა, რომ აკადემიის წევრად კრიტერიუმი დამსახურება უნდა იყოს და არა ასაკი. „ კრიტერიუმად გახდება არა ის, რომ ავირჩიოთ დამსახურებული კაცი, არამედ შედარებით ნაკლები დამსახურების, მაგრამ ახალგაზრდა, პრინციპულად არასწორია და უფრო მეტიც, ძალიან ბევრი ადამიანი მეცნიერებაში დამსახურებას საკმაოდ სოლიდურ ასაკში აღწევს“,- განაცხადა ლადო პაპავამ.
მოქმედი კანონისაგან განსხვავებით, კანონპროექტში დაფიქსირებულია რომ აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია აკადემიის სამეცნიერო განყოფილება, რომელიც აერთიანებს შესაბამისი სამეცნიერო პროფილის აკადემიიის ნამდვილ წევრებს, წევრ- კორესპონდენტებსა და სტიპენდიანტებს. დაფიქსირებულია აგრეთვე, რომ განყოფილებას ხელძღვანელობს განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.• აკადემიის ნამდვილ წევრად ასარჩევი პირი მეცნიერულ მოღვაწეობას უნდა ეწეოდეს საქართველოში. მოქმედი კანონისაგან განსხვავებით, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ საპატიო აკადემიკოსი და აკადემიის უცხოელი წევრი საერთო კრების მიერ იქნას არჩეული და არა დამტკიცებული.

დღესვე კომიტეტმა განიხილა რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის" შეთანხმება.

მესამე მოსმენით განიხილეს, ასევე, "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ", კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

კომიტეტმა მოისმინა სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2015 წლის ანგარიში.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა
29 ივნისი 2026

პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა

მსგავსი

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს
22 ივნისი 2026

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R