საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში განიხილა

მედია და საზოგადოება 15 May 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში განიხილა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში განიხილა.


ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნებულია, რაც ჯამში - 9.3 %-ია. მისი თქმით, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 3.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო საშუალო ინფლაცია 1.7 პროცენტის დონეზეა.


როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 618.6 მლნ აშშ დოლარია, აქედან ექსპორტია 1 401.2 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 4 217.4 მლნ აშშ დოლარი.


2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 1 172.3 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 1.3 პროცენტით მეტია.


„2025 წლის იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 406 300.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში კი მობილიზებულ იქნა 6 541 162.8 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1%-ია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 581 211.3 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 5 700 392.3 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1%

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2 მლრდ 199 მლნ ლარია ათვისებული, რაც კვარტალურ გეგმასთან 99, 6%-ია, ხოლო წლიურ გეგმასთან - 24, 9%.


„სამინისტრო საკმაოდ თანმიმდევრულად და ზუსტად მიჰყვება პროგრამების განხორციელებას. თუ პროგრამულ დონეზე შევხედავთ, სოციალური პროგრამების ნაწილში, ჯამში, 1 მლრდ 562 მლნ ლარზე მეტი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე მიიმართა 541 მლნ ლარზე მეტი. დასაქმების პროგრამების მიმართულებით, 26,3 მლნ ლარია ათვისებული“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


კომიტეტმა დადებითად შეაფასა განხილული ანგარიში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R