საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაცო დოკუმენტს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 23 მაისი 2022
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაცო დოკუმენტს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“ განიხილა.


ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმებას ხელი 30 მარტს მოეწერა, რომლის ფარგლებშიც IBRD-მა საქართველოს 358,500.000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო სესხის სახით.


​სესხის ხანგრძლივობა 27,5 წელია, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი - 12,5 წელი.


მომხსენებლის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია საქართველოში ადამიანური კაპიტალის მიწოდების სისტემა გახდეს უფრო ეფექტური და ინკლუზიური.


აღნიშნული მიზნის ფარგლებში პროგრამა ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას შემდეგ სექტორებში: განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა.


პროგრამის განმახორციელებლები არიან: ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.


კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარდგენილ დოკუმენტს ერთხმად დაუჭირა მხარი.


​ამავე სხდომაზე, კომიტეტმა ორ საკანონმდებლო წინადადებაზეც იმსჯელა, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი კავკასიის“ (მაკა მინდიაშვილი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით და თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს (თენგიზ მთვარელიშვილი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადების - „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის თაობაზე.


ერთი მათგანი ითხოვს, რომ სახელმწიფომ ბიზნესს დაუწესოს გარკვეული რეგულაციები, მეორე კი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის - პირველი ივნისის უქმე დღედ გამოცხადებას.


​კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R