საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმინა

მედია და საზოგადოება 10 მარტი 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმინა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტმა, 2025 წლის სამოქმედო გეგმის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მოუსმინა.


მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


მინისტრის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის დინამიკა დადებითია, მაინც შორს ვართ იმ მაჩვენებლისგან, როდესაც სკრინინგის ზოგადეფექტურობაზე შეიძლება იყოს საუბარი.


„დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ აქტივობას, რომელიც ორიენტირებულია დაავადებათა გავრცელების პრევენციასა და ადრეულ დიაგნოსტიკაზე. ამ ფაქტორს ჯანდაცვის ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია დიდი წარმატების მოტანა. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის განმავლობაში უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა მოსახლეობის მოცვის მაჩვენებელი, ეს მაინც ბევრად შორსაა ეფექტურობის ნორმალური მაჩვენებლისგან. დადასტურებულია, რომ სკრინინგის პროგრამები იმ შემთხვევაშია ეფექტური, თუ მოსახლეობის მოცვა 70%-ს შეადგენს, საქართველოში კი კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის მაჩვენებელი რეკომენდებულს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება და 15%-ს არ აღემატება. ეს მაჩვენებელი მოითხოვს გაუმჯობესებას“, - განაცხადა მინისტრმა.


როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამიზნე მაჩვენებლამდე მიღწევა ერთ-ორ წელიწადში შეუძლებელია, არარეალურია, ამიტომ სამინისტროს, მთავრობის გეგმები მაჩვენებლების ეტაპობრივად გაზრდას უკავშირდება, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ მოცვის 70%-იან მაჩვენებელს რამდენიმე წელიწადში დაუახლოვდეს.


მან ასევე ისაუბრა დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებსა და სკრინინგის გაუმჯობესებისთვის შემუშავებულ გეგმაზე.


„გავაანალიზეთ, თუ რა გამოწვევები არსებობს სკრინინგის პროგრამის სრულყოფილად ამოქმედების და დაავადებათა ადრეულად გამოვლენისთვის. რას აკეთებს სამინისტრო ამ მიმართულებით. კიდევ რა არის საჭირო იმისათვის, რომ გაიზარდოს მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა სხვადასხვა სკრინინგ პროგრამაში. მინისტრმა გაგვაცნო ის გეგმები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს სკრინინგის პროგრამის მოცულობის გაზრდას ქვეყანაში, რაც უპირველეს ყოვლისა, კიბოს პრევენციას შეუწყობს ხელს და დაავადებას შეამცირებს“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.


​კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კომიტეტი და სამინისტრო პროგრამის სრულყოფილად განხორციელებისთვის აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R